globe-outlined
EN
Dark Mode

Cross Collaboration პროექტი თიბისი IT აკადემიის სტუდენტებისთვის

Apr 24, 2026
Cross Collab 2025 (Cover Photo) (2)

თიბისი IT აკადემიაში გვჯერა, რომ ნამდვილი ტექნოლოგიური პროგრესი იქ იწყება, სადაც სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანი საერთო მიზნის გარშემო ერთიანდება. სწორედ ამ იდეას დაეფუძნა ერთკვირიანი Cross Collaboration პროექტი, რომელმაც სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოში ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა მისცა.

პროექტის ფარგლებში, აკადემიის სხვადასხვა მიმართულების სტუდენტი: Frontend, .NET Backend, Test Automation, DevOps, iOS და Android Development, 15 მულტიფუნქციურ გუნდში გადანაწილდა. მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც გულისხმობდა თიბისი ბანკის თანამშრომელთა ჩართულობის ერთიანი პლატფორმის (All-in-One Employee Engagement Platform) ვებ და მობილური ვერსიების შექმნას. ამ პლატფორმის მიზანი შიდა აქტივობების ერთ სივრცეში გაერთიანება და ღონისძიებების მენეჯმენტის გამარტივება იყო, რათა თითოეული თანამშრომლისთვის დაგეგმილი აქტივობები უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ამ გადაწყვეტით სტუდენტებს უნდა ეჩვენებინათ, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზაციაში კომუნიკაციისა და შიდა პროცესების გაუმჯობესება.

იმისათვის, რომ სტუდენტების გუნდური მუშაობა უფრო ეფექტური ყოფილიყო, ღონისძიების პირველი დღე Agile -ისა და Jira-ს მასტერკლასით დაიწყო. სტუდენტებმა ისწავლეს, როგორ მართონ პროცესები მოქნილად, გადაანაწილონ პასუხისმგებლობები და სწრაფად მოახდინონ რეაგირება ტექნიკურ გამოწვევებზე. გარდა ამისა, მთელი კვირის განმავლობაში სტუდენტებს პროფესიულ კონსულტაციას უწევდნენ აკადემიის ლექტორ-მენტორები, თიბისის ეჯაილ ქოუჩები, რომლებიც მონაწილეებს გამოცდილებას უზიარებდნენ და რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრაში ეხმარებოდნენ.

პროექტის დასკვნით ნაწილში გუნდებმა მათი ფინალური პროდუქტები წარადგინეს. ეს ინიციატივა კიდევ ერთი ნაბიჯია იმ გარემოს შესაქმნელად, სადაც ცოდნა რეალურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებად გარდაიქმნება. თიბისი IT აკადემია აგრძელებს მსგავსი პროექტების მხარდაჭერას, რათა მომავალმა პროფესიონალებმა პრაქტიკული გამოცდილებით უპასუხონ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს.

Apr 24, 2026