უნივერსიტეტში სწავლობ, მაგრამ გინდა, თეორიულ ცოდნასთან ერთად რეალური გამოცდილებაც დააგროვო? ან შეიძლება, ჯერ კიდევ ეძებ მიმართულებას, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებს?
თიბისი კამპუსი სწორედ ის სივრცეა, სადაც შეგიძლია შენთვის საყვარელი ახალი სფერო აღმოაჩინო, პრაქტიკული უნარები განივითარო და ისწავლო ადამიანებისგან, რომლებიც ამ დარგებში ყოველდღიურად წარმატებით მუშაობენ.
თიბისი კამპუსი 18-24 წლის სტუდენტებისთვის შექმნილი უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაა, სადაც სწავლა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან შეგიძლია. უკვე ორი წელია, კამპუსი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ თანამედროვე და პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლება - დღეს კი პროგრამას 846 კურსდამთავრებული ჰყავს.
2026 წელს კამპუსი ახალი ფორმატით დაბრუნდა და ოთხ მიმართულებას გთავაზობს - მარკეტინგი, ტექნოლოგიები & Data, ბიზნესი და პროდუქტი.
ახლა კი დროა, პროდუქტის მოდულზე რეგისტრაციისთვის მოემზადო.
თუ გაინტერესებს, როგორ იქმნება აპლიკაცია, ციფრული სერვისი ან ზოგადად პროდუქტი, რომელსაც ყოველდღიურად, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, იყენებ - ეს მიმართულება შენთვისაა.
პროდუქტის მოდული სამ კურსს აერთიანებს:
UI/UX დიზაინი - აქ გაიგებ, როგორ იქმნება მომხმარებლისთვის მარტივი, მოსახერხებელი და ინტუიციური ციფრული გამოცდილება.
პროდუქტის მართვა - აქ ისწავლი, როგორ გადის პროდუქტი გზას იდეიდან რეალურ შედეგამდე, როგორ იგეგმება მისი განვითარება და როგორ მუშაობს უშუალოდ პროდუქტის გუნდი.
პროდუქტის დიზაინი და CX სტრატეგია - აქ კი, უკეთ გაიცნობ მომხმარებლის საჭიროებებს და ისწავლი, როგორ შექმნა გამოცდილება, რომელიც პროდუქტს უფრო ღირებულს და გამორჩეულს ხდის.
მნიშვნელოვანია, რომ კამპუსში მხოლოდ თეორიას არ ისწავლი. კურსები დაფუძნებულია რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ დავალებებზე, ლექტორები კი სფეროს პროფესიონალები და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები არიან, რაც სრულფასოვან საგანმანათლებლო სივრცეს შეგიქმნის.
ამასთან, გახსოვდეს, რომ არ არის აუცილებელი, უკვე ამ მიმართულებით სწავლობდე. თუ ხარ სტუდენტი, გაინტერესებს პროდუქტი და გინდა ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება, დარეგისტრირდი 5-15 ოქტომბრის ჩათვლით პროდუქტის მოდულზე.
სწორი ადგილი განათლებისთვის ხშირად იქ არის, სადაც საყვარელ საქმეს პირველად აღმოაჩენ.