globe-outlined
ქარ
Dark Mode

ქართველი გოგოების გამარჯვება ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე

May 22, 2026
Artboard 1 copy 2-100

როდესაც მიზანი დიდია, ხოლო შრომა თავდაუზოგავი - შედეგი ყოველთვის გამარჯვებაა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართულ გონებასა და პოტენციალს საზღვრები არ აქვს. ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე (EGOI) გოგოებმა ევროპის სცენაზე, საქართველოს სახელით წარმატებით იასპარეზეს.

იტალიის ქალაქ ჩესენატიკოში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე, სადაც ერთმანეთს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის უძლიერესი ახალგაზრდა წარმომადგენლები უპირისპირდებოდნენ, ჩვენმა ნაკრებმა ამ უდიდეს კონკურენციაში, საკმაოდ კარგი შედეგები დადო: გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო თაკო შანავამ საპატიო სიგელი დაიმსახურა.

Quote Symbol

ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. მიხარია და მეამაყება, რომ საქართველოს სახელით ასეთი შედეგის მიღწევა შევძელი. ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მაძლევს მოტივაციას, მომავალშიც განვაგრძო განვითარება ტექნოლოგიების მიმართულებით

გვანცა ხვედელიძე

ეს არ არის მხოლოდ ერთი მედალი ან სიგელი - ეს არის დასტური იმისა, რომ ქართველი გოგოები ტექნოლოგიების მომავალს ქმნიან.

ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ გაზარდოს გოგოების ჩართულობა ტექნოლოგიებში და ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას STEM მიმართულებებში.

ჩვენი ქვეყნის ნაკრები ამ ოლიმპიადაზე წელს უკვე მეექვსედ გამოვიდა და საერთო ჯამში გოგოების მოპოვებული გამარჯვებები 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლისგან შედგება.

ეს სტატისტიკა კი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - საქართველოს ახალგაზრდა თაობა არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ტექ-ტალანტებს.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებითა და თიბისის გენერალური მხარდაჭერით დაფუძნდა, სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი მსოფლიო დონეზე მომზადება ხდება.

როდესაც გჯერა საკუთარი მიზნების, იდეების და განათლების ძალის, არ არსებობს ბარიერი, რომელსაც ვერ გადალახავ.

May 22, 2026