globe-outlined
EN
Dark Mode

რას გიმზადებს თიბისი ტექსკოლა 2026 წელს?

Feb 24, 2026
blog

განათლება, როგორც საკუთარ შესაძლებლობებში დაჯერების მთავარი ინსტრუმენტი, ცხოვრებაში შენი ერთ-ერთი საუკეთესო თანამგზავრია და გაახლოვებს იმ კენწეროსთან, ჯერ კიდევ სკოლიდან თანდათან რომ ტკბილდება. ამ ამბის მხარდაჭერის მიზნით, თიბისის გუნდმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად თიბისი ტექსკოლა შევქმენით, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს 9-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ - ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში განათლებით საკუთარი ამბავი პირველად ან სრულიად ახლებურად შექმნან.

2026 წელს თიბისი ტექსკოლა კიდევ უფრო მეტ სიახლეს გიმზადებს, რაც საშუალებას გაძლევს საკუთარი თავი სხვადასხვა კუთხით აღმოაჩინო. აქამდე თუ ტექსკოლა მხოლოდ გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებისგან შედგებოდა, ჯამში კი 7 ერთმანეთისგან განსხვავებულ კურსს გთავაზობდა, ამ წელს უკვე შეგიძლია, დამატებით ორ აქტივობაში მოსინჯო შენი უნარები. 

თიბისი ტექსკოლის ელჩები 

თიბისი ტექსკოლის ელჩები თიბისის, ჯეოლაბისა და ბაქსვუდის ერთობლივი, ინოვაციური ინიციატივაა, რომელიც ტექსკოლის კურსდამთავრებულებს აქამდე არსებულ სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს - აქ საუკეთესო მოსწავლეები თავად ხდებიან ცოდნის შემქმნელებიც და გამავრცელებლებიც. 

ეს კურსი არის ტექ-ენთუზიასტი მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაეუფლებიან პრეზენტაციისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ხელოვნებას, რათა რთული ტექნოლოგიური საკითხები თანატოლებისთვის მარტივ და გასაგებ ენად გარდაქმნან. სწორედ ამიტომ არის, რომ პროგრამა თანატოლთა სწავლების წარმატებულ საერთაშორისო მოდელებს ეფუძნება და მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ცვლილებების ინიციატორების შექმნას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

ამიტომ, თუ გჯერა, რომ შეგიძლია თანამედროვე სამყაროს ტექნოლიგიური ძვრების არა მხოლოდ ნაწილი, არამედ შემქმნელი იყო, “თიბისი ტექსკოლის ელჩების” პროგრამა სწორედ შენთვისაა. 

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტის სამყაროში უფროსკლასელების გზამკვლევად ხელოვნური ინტელექტის პროგრამაც შევქმენით, რომელიც მოსწავლეებს მომავლის ყველაზე მოთხოვნადი უნარების დაუფლების შესაძლებლობას აძლევს. 

აქ ისწავლი, როგორ უნდა აქციო ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ დამხმარე, არამედ ძირითად ინსტრუმენად - იდეის ჩასახვიდან მის ტექნიკურ განხორციელებამდე. და, რაც მთავარია, როგორ უნდა განავითარო შენს სასიკეთოდ საკუთარი პროფესიული უნარები სამყაროში, სადაც AI სხვადასხვა პროფესიულ როლს თანდათან ანაცვლებს. 

აქ არ ისწავლი მხოლოდ თეორიულ მიგნებებს, რომლებიც კურსის დამთავრებისთანავე დაგავიწყდება. არამედ ისწავლი როგორ გააცოცხლო და პრაქტიკაში გამოიყენო ის ყველაფერი, რასაც ლექციებზე მოისმენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კურსს აირჩევ - ვებ მენეჯმენტს, გრაფიკულ დიზაინსა თუ AI პროგრამირებას - ყველა შემთხვევაში თითოეული კურსი კონკრეტული ციფრული პროდუქტის შექმნით სრულდება.

და, რაც მთავარია, სრულდება შენი ამბით, რომელსაც განათლებით ქმნი ტექნოლოგიის სამყაროში. 

გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრები

გაზაფხულისა და შემოდგომის ონლაინ ფორმატის 3 თვიან კურსებში პროფესიონალ ლექტორებთან ერთად გაეცნობი ტექნოლოგიების ისეთ საიდუმლოებებს და ამ დარგში არსებულ ისეთ ინოვაციებს, რომლებსაც მხოლოდ წიგნებიდან ან ინტერნეტიდან მარტივად ვერ ამოიკითხავ. 

თიბისი ტექსკოლაში პრაქტიკული სწავლებით შექმნი ვებგვერდს, ისწავლი მის დაპროგრამირებას. თუ, მაგალითად, ციფრული დიზაინი გხიბლავს, გრაფიკულ და UI/UX დიზაინშიც შეგიძლია გამოსცადო თავი, ან სულაც მობილური აპლიკაციები შექმნა.  

ისიც გახსოვდეს, რომ ამ წელს საქართველოს მასშტაბით მეტი მოსწავლის ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, თიბისი ტექსკოლაში უკვე სოციალური მედია მარკეტინგისა და ხელოვნური ინტელექტის კურსიც დაგხვდება. 

რაც მთავარია, როგორც კურსებზე რეგისტრაცია, ისე სწავლაც სრულიად უფასოა და საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან ონლაინ შეგიძლია. თიბისი ტექსკოლას ასეთი უკვე 2000-მდე წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.

ამიტომ, არ გამოტოვო გაზაფხულის სემესტრის რეგისტრაცია, დაელოდე 9 მარტს და დაიჯერე, რომ ყველა მწვერვალის დაპყრობა შეგიძლია მაშინ და ყველაფერი გამოგივა სწორედ მაშინ, როცა გჯერა.  

Feb 24, 2026