globe-outlined
EN
Dark Mode

თიბისი IT აკადემიამ ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ AWS GameDay-ს მეორედ უმასპინძლა

Apr 24, 2026
AWS GameDay (Cover Photo)

თიბისი IT აკადემიის პრიორიტეტი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირებაა, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში შეიძინონ ინდუსტრიისთვის საჭირო თანამედროვე უნარები.

სწორედ ამ მიზნით, 4 აპრილს, თიბისი IT აკადემიისა და Amazon Web Services (AWS)-ის თანამშრომლობით უკვე მეორედ საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გაიმართა.

AWS GameDay არის გემიფიცირებული, ინტენსიური გუნდური შეჯიბრი, რომლის ფარგლებში გუნდები რეალურ დროში წყვეტენ AWS ინფრასტრუქტურისა და „ქლაუდ“ ოპტიმიზაციის რთულ ამოცანებს.

ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა და გააერთიანა 90-მდე მონაწილე. 20 გუნდში გადანაწილდნენ, როგორც თიბისი IT აკადემიის სტუდენტები, ისე ქართული ტექ-კომუნის გამოცდილი DevOps ინჟინრები. მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ AWS-ის Senior Solutions Architects -ები და თიბისი ჯგუფის წამყვანი DevOps სპეციალისტები.

ამ მრავალფეროვნებამ შექმნა ცოდნის გაზიარების უნიკალური პლატფორმა და სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, პროფესიონალებთან ერთად ემუშავათ საერთო გამოწვევებზე.

დაძაბული კონკურენციის შედეგად, ღონისძიების ბოლოს გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები როგორც სტუდენტებს, ისე პროფესიონალ ინჟინრებს შორის. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს AWS-ის წარმომადგენლებმა სპეციალური პრიზები: საერთაშორისო სერტიფიცირების ვაუჩერები, Amazon-ის ბრენდირებული საჩუქრები და სიმბოლური მედლები გადასცეს.

AWS GameDay-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკული სწავლება და პროფესიული კავშირების დამყარება. მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ აძლიერებს მონაწილეების ტექნიკურ უნარებს, არამედ ხელს უწყობს ადგილობრივი ტექ-ეკოსისტემის განვითარებასა და ინოვაციური ხედვების ჩამოყალიბებას.

Apr 24, 2026