globe-outlined
EN
Dark Mode

საერთაშორისო AI ოლიმპიადა - ახალი გამოცდილება AI სამყაროში

May 11, 2026
IOAI blog

თუ გაინტერესებს, როგორ მუშაობს თანამედროვე სამყაროს ყველაზე ამბიციური ტექნოლოგია, გიზიდავს მონაცემების ანალიზი და გჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეგიძლია რეალური ცვლილებების მოხდენა, მაშინ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა სწორედ შენთვისაა.

ეს არ არის მხოლოდ შეჯიბრი, ეს არის სივრცე მათთვის, ვინც ხედავს კავშირს მათემატიკას, ეთიკასა და პროგრამირებას შორის. IOAI განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს მათ, ვინც ახლა იწყებს გზას AI-ს სამყაროში, თუმცა აქვს საკმარისი შემართება, რომ მსოფლიოს წამყვან ახალგაზრდა მკვლევარებს დაუპირისპირდეს. საქართველო ამ გლობალური მოძრაობის ნაწილია და გვაქვს მზაობა, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ჩვენი პოტენციალი საერთაშორისო ასპარეზზე.

ნაკრების წევრები სპეციალური შესარჩევი ეტაპებით ვლინდებიან. შესარჩევი ოლიმპიადა ორ ეტაპიანია. პირველი ეტაპი ონლაინ ფორმატში ჩატარდება, ხოლო მეორე BTU-ს კამპუსზე, 31 მაისს.  

IOAI მიღებული გამოცდილება, ხშირად ხდება ფუნდამენტი დიდი კარიერული წინსვლისთვის - იქნება ეს მონაწილეობა გლობალურ ტექნოლოგიურ პროექტებში თუ ინოვაციური სტარტაპების შექმნა.

ოლიმპიადაზე შენს მომზადებას და გამგზავრებას საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს. ჰაბი აერთიანებს ყველა საჭირო რესურსს, რათა შენი ინტერესი რეალურ შედეგად იქცეს. აქ დაგხვდება გარემო, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი და გუნდური მუშაობა ერთმანეთს ერწყმის.

მთავარია, არ შეუშინდე სირთულეებს. ხელოვნური ინტელექტის სამყარო მუდმივად იცვლება და შენ გაქვს შესაძლებლობა, იყო ამ ცვლილებების ნაწილი.მთავარია გადადგა პირველი ნაბიჯი და გჯეროდეს გამარჯვების.

არ გაუშვა შანსი, გახდე ნაკრების წევრი - დარეგისტრირდი 14 მაისის ჩათვლით.

May 11, 2026