chevron-right-outlined
globe-outlined
EN
Dark Mode

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად

Oct 8, 2025
Image

პანდემიის პერიოდში, როცა ცხოვრების ტემპი შენელდა და ადამიანებს ფიქრისთვის მეტი დრო ჰქონდათ, გაჩნდა იდეა, რომელსაც დღეს „ავოკადოს“ სახელით ვიცნობთ. კერძოდ, სულხან ქირიამ გადაწყვიტა, ამ სახელწოდების ქვეშ საკუთარი ავეჯის წარმოება დაეწყო.. და ასე დაიბადა ბრენდი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილიც ხარისხიანი ქართული ავეჯის შექმნაა.

„თავიდანვე გამოწვევებით სავსე გზა გავიარეთ. ფიზიკური მაღაზიების დახურვამ გვაიძულა, საქმიანობა ონლაინ სივრცეში დაგვეწყო. ასეთ პირობებში მომხმარებლებამდე მიღწევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა —საჭირო იყო სწორი აუდიტორიის განსაზღვრა, ნდობის მოპოვება და ცნობადობაზე ზრუნვა. თუმცა სწორედ ეს სირთულეები იქცა ჩვენი ძალისხმევის საფუძვლად… „ავოკადომ“ შეძლო, დაემტკიცებინა, რომ ხარისხი და კომფორტი ქართული წარმოების ავეჯსაც გამოარჩევს“, — აღნიშნავს სულხან ქირია, „ავოკადოს“ დამფუძნებელი.

Oct 8, 2025