chevron-right-outlined
globe-outlined
EN
Dark Mode

Max Groom — სალონი ოთხფეხა არსებებისთვის, მაქსიმალური კომფორტითა და მრავალფეროვანი სერვისებით

Feb 19, 2025
Artboard 46 copy 7-100

თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. რადგანაც ძაღლებსა და კატებს ხშირად ოჯახის წევრებადაც კი მივიჩნევთ, მათ მოვლასა თუ გალამაზებაშიც ისეთივე ძალისხმევას ვდებთ, როგორც საკუთარი თავის რუტინაში. უკვე ორი წელია, სწორედ ამაზე ზრუნავს Max Groom — გრუმინგ სალონი, სადაც ამ საყვარელი არსებებისთვის ყველა საჭირო სერვისი ერთადაა თავმოყრილი.

აქ ყველაფერი ერთი მიზნის ირგვლივ ტრიალებს: როგორც მომხმარებლისა და ოთხფეხა მეგობრებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის მუდმივად სასურველი, კომფორტული და სასიამოვნო გარემო იყოს შექმნილი. ბუნებრივია, ეს ფაქტორი ავტომატურად აისახება მუშაობასა და ამა თუ იმ სერვისის მაღალ ხარისხზე. ამგვარი მიდგომით Max Groom უწყვეტად ვითარდება, რაც არსებობის პირველი დღეებიდან დღევანდელ რეალობამდე პროგრესში ნათლად ჩანს.

„თავდაპირველად სალონი 1-2 ადამიანზე იდგა და ამ მცირე რესურსით მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა, რათა მომხმარებლებისთვის შესამჩნევი ვყოფილიყავით; ასევე, მოგვეპოვებინა ის ნდობა, რომლითაც დღეს ნამდვილად ვსარგებლობთ“, — აღნიშნავს ელენე პატარაია, Max Groom-ის დამფუძნებელი. უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, სალონის წარმომადგენლებს ერთი მხრივ გარეთკენ უნდა მიემართათ ყურადღება ხალხის მოსაზიდად; მეორე მხრივ კი, სტაფისთვის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზეც ეზრუნათ, რათა თითოეულმა თანამშრომელმა მაქსიმალური სიყვარულით აკეთოს საქმე.

ამავდროულად, როგორც ელენე ამბობს, Max Groom არასდროს ყოფილა უბრალოდ „ბიზნესი“. სანაცვლოდ, მცირე დეტალებით დაწყებული, ყველაფერში უდიდეს რესურსს დებენ — „ცოცხალ არსებებთან გვაქვს შეხება, რომელთა ჯანმრთელობასა და სილამაზეს გვანდობენ, რაც დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. თითოეული კმაყოფილი მომხმარებელი კი ჩვენი მთავარი წარმატება… ამიტომაც, სწორედ ყოველდღიურობაში ვიღებთ დიდ სტიმულს, რასაც კვლავ ჩვენივე საქმიანობას ვახმართ“.

ცხადია, ასეთი წარმატებული სალონის არსებობას მხოლოდ მოტივაცია და საქმის სიყვარული არ „კვებავს“. Max Groom-ის წარმომადგენლები მას ბიზნესის კუთხით კი არ უყურებენ, მაგრამ ტრადიციული გაგებით მაინც ამ მოცემულობამდე დავდივართ. შესაბამისად, გრუმინგ სალონის შეუფერხებელ განვითარებას ძლიერი მხარდამჭერი სჭირდება, რისი ფუნქციაც თიბისიმ შეითავსა. „შეიძლება ითქვას, თიბისიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა სალონის გახსნაში. სამომავლოდ გაფართოებასაც ვფიქრობ, რაც კვლავ თიბისისთან თანამშრომლობით იგეგმება“, — განმარტავს ელენე პატარაია.

Feb 19, 2025