Cards

chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
Dark Mode

გაიცანი ახალგაზრდა პროგრამისტები, რომლებიც ევროპის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ

Jul 16, 2026
blog-1110-400

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი დგება: 24-დან 30 ივლისის ჩათვლით, ლიეტუვა ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ მე-10 ოლიმპიადას უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 25 ქვეყანას შორის იასპარეზებს.

ეს ჩვეულებრივი ოლიმპიადა არ არის – აქ ევროპის საუკეთესო, 16 წლამდე ასაკის პროგრამისტები იყრიან თავს. ეს არის ნაკრების პირველი ნაბიჯები პროგრამირების და ოლიმპიადების სამყაროში, სადაც მრავალი საინტერესო რამ ელოდებათ წინ. 

ეროვნული ოლიმპიადების შედეგების მიხედვით, ევროპის საგზური ოთხმა ნიჭიერმა სკოლის მოსწავლემ მოიპოვა:

  • გიორგი ციბაძე – სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ქუთაისის დაპროგრამების სკოლა AiaSoft.

  • დიმიტრი შენგელია – პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“.

  • ნატალია პაპაშვილი – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“.

  • რიჩარდ ბარბაქაძე – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“.

ამ საინტერესო გამოცდილებას შესაბამისი მომზადებაც სჭირდება - სწორედ ამიტომ, ნაკრები გამგზავრებამდე მოსამზადებელ კურსს გადის და რთულ ამოცანებზე ერთად მუშაობს - ნაკრების ლიდერ, გიორგი მანდარიასთან და თანალიდერ, ბაქარ გამეზარდაშვილთან ერთად.

დიდი გამარჯვებების უკან ყოველთვის მყარი რწმენა დგას. რწმენა იმისა, რომ შეუძლებელიც შეგიძლია - რწმენა იმისა, რომ საყვარელ საქმეში საკმარისი შრომის და ენერგიის ჩადებით, ყველაფერი გამოვა.

ტექ ოლიმპიადების ჰაბი თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ერთობლივი პროექტია. ჰაბის მიზანია აღმოვაჩინოთ ნიჭიერი თაობა და დავეხმაროთ მათ პოტენციალის რეალიზებაში. 

უგულშემატკივრე ჩვენ ნაკრებს!

Jul 16, 2026