ბევრი მცირე ბიზნესისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არა იდეის პოვნაა, არამედ მისი განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებაა. სწორედ ამ ეტაპზე სჭირდებათ მეწარმეებს ყველაზე მეტი მხარდაჭერა.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის “მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა” სწორედ მათთვის შეიქმნა, ვინც საკუთარი საქმიანობის დაწყებას, გაფართოებას ან ახალი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
პროგრამა ფინანსებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად ამარტივებს. შეგიძლიათ მოითხოვოთ 20 000-დან 70 000 ლარამდე დაფინანსება პროცენტის სრული სუბსიდირებით, უძრავი ქონების უზრუნველყოფის გარეშე და ფიქსირებული 8.5%-იანი საპროცენტო განაკვეთით. სესხის მაქსიმალური ვადა — 60 თვეა.
წარმატებით განხორციელებული პირველი ეტაპის შემდეგ, შესაძლებელია 70 000-დან 150 000 ლარამდე განვითარების სესხითაც ისარგებლოთ, რაც ბიზნესის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობას ქმნის.
პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველ რიგში, კორპორაციის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და ბიზნეს დიაგნოსტირებაა საჭირო, სწორედ ამ ეტაპზე შეფასდება, შეესაბამება თუ არა თქვენი ბიზნესი პროგრამის პირობებს. დადებითი შეფასების შემდეგ იწყება სესხის განხილვის პროცესი საბანკო დაწესებულებაში, განაცხადი კი რეგისტრირდება სახელმწიფო პროგრამის პორტალზე. საბოლოო დამტკიცების შემდეგ შესაძლებელია დაფინანსების მიღება.
პროგრამის მონაწილეებს, რომლებიც თიბისიში სესხით ისარგებლებენ, დამატებით მიიღებენ: 6 თვის განმავლობაში უფასო ბიზნეს ნაკრებს და POS ტერმინალზე 0%-იან საკომისიოს, რაც ყოველდღიურ საქმიანობას კიდევ უფრო გაამარტივებს.
მცირე ბიზნესების წარმატების ისტორიები ერთი იდეით იწყება, თუმცა მათი ზრდისთვის სწორ დროს მიღებული მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს თამაშობს. თუ ბიზნესის დაწყებას, გაფართოებას ან ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავთ — მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა სწორედ თქვენთვისაა.
თიბისი ბიზნესის გუნდი მეწარმეებს დაეხმარება მთელი პროცესის სწორად დაგეგმვასა და მართვაში.
დაგვიდატოვეთ განაცხადი ბმულზე.