პატარა ნაბიჯების დიდი ძალა: როგორ აგროვებენ ანაბარიძეები საგანძურს?
Jul 21, 2026
share-filled Share
საუკუნეების განმავლობაში სამეფოს ოთხი დიდი საგვარეულო მართავდა, თუმცა ერთ, იდუმალებით მოცულ ღამეს სამეფო საგანძური ათასობით მბზინავ ოქროს მონეტად დაიშალა და სხვადასხვა კუთხეში მიმოიფანტა.
მოულოდნელი ქაოსის მიუხედავად, მარადმწვანე სავანეში სულ სხვაგვარი მაგია ტრიალებს. აქ არავინ აჰყოლია წამიერ ემოციებს, რადგან ასეთები არიან მიწის სტიქიის შვილები: ანაბარიძეების საგვარეულოსთვის ნამდვილი სიმდიდრე მხოლოდ დღევანდელი მონაპოვარი არ არის - ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, რასაც ხვალინდელი დღისთვის ინახავ.
ჯადოსნური ციყვი - პატარა ნაბიჯების დიდი ძალა
სამეფოს ძველ მატიანეებში წერია, რომ ჯადოსნური ციყვი - ანაბარიძეების მთავარი მეგზური და გერბის სიმბოლო - ათასობით წლის წინ ტყის სულებმა სულ პირველ ანაბარიძეს უბოძეს. არა იმიტომ, რომ ის ყველაზე ძლიერი იყო, არამედ იმიტომ, რომ - ყველაზე შორს იყურებოდა.
ციყვი არასდროს აგროვებს ყველაფერს ერთ დღეში. ის ყოველდღე პოულობს მცირედს, ინახავს, უფრთხილდება და დროთა განმავლობაში ქმნის მარაგს, რომელიც ყველაზე მძიმე ზამთარსაც კი გადაატანინებს.
თითოეული მბზინავი ოქროს მონეტა, რომელიც იმ ავბედით ღამეს მიმოიფანტა, საუკუნეების განმავლობაში სწორედ ანაბარიძეების გონივრული დაგროვებით იქცა სამეფო საგანძურად. მათთვის სიმდიდრე ერთბაშად მოსული იღბალი არ არის - ეს ყოველდღიური, მცირე, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებების შედეგია.
სანამ ბევრი მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს, ისინი უკვე ამზადებენ მყარ საძირკველს მომავლისთვის, სადაც ანაბარიძეების საუკუნოვანი სიბრძნე და ცოდნის არქივები კვლავ სამეფოს მთავარ საყრდენად დარჩება.
მომავლისთვის დაგროვილი ძალა - თიბისის ანაბარივით
ანაბარიძეები ყოველთვის დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველაზე საიმედო საგანძური ის არის, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად აგროვებ.
სწორედ ამიტომ ჰგავს მათი ფილოსოფია თიბისის ანაბრის კონცეფციას. ეს არის ფინანსური გადაწყვეტილება მათთვის, ვინც უსაფრთხოებას, რესურსების გონივრულ მართვასა და გრძელვადიან პერსპექტივას აფასებს. თიბისის ანაბარი საშუალებას გაძლევს, შენი მცირე დანაზოგი დროთა განმავლობაში რეალურ, ხელშესახებ აქტივად აქციო და მომავალს მშვიდად შეხვდე. აქ მთავარია მოთმინება, გრძელვადიანი ხედვა და რწმენა, რომ მცირე, მაგრამ რეგულარული ნაბიჯები საბოლოოდ დიდ შედეგს დებს.
რა რჩევები დაგიტოვეს წინაპრებმა მარადმწვანე სავანის საცავში?
თუ ანაბარიძეების საგვარეულოს მიეკუთვნები, უკვე იცი, რომ სამყაროში ყველაზე დიდი მუხებიც კი პაწაწინა რკოდან იზრდება და რომ ნამდვილი ძალა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულ მოქმედებაშია. მიუხედავად ამისა, წინაპრებს შენთვის რამდენიმე გამოცდილი რჩევა მაინც აქვთ.
დაიწყე დღე მინი თამაშით - ჯადოსნური ციყვი ყოველდღე აგროვებს თავის პატარა საგანძურს. სწორედ ამიტომ, ყოველდღე ითამაშე მინი თამაში და ეცადე დღიურ მაქსიმუმს - 500 მონეტას - მიაღწიო. ერთი შეხედვით მცირე მონეტებიც დროთა განმავლობაში დიდ განსხვავებას ქმნის.
ცოდნაც ისეთივე ფასეულია, როგორც ოქრო - მარადმწვანე სავანის არქივებში საუკუნეების ცოდნა ინახება. ამიტომ ანაბარიძეები არასდროს ტოვებენ საგვარეულოს ქვიზს უყურადღებოდ - სწორი პასუხები მხოლოდ ღირსებას კი არა, დამატებით მონეტებსაც გაძლევს.
ყველაზე მდიდარი საგანძური მოთმინებით იქმნება
სამეფოს მომავალი ერთი გმირის გამარჯვებაზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული. ანაბარიძეებმა კი იციან, რომ ნამდვილი სიმდიდრე მაშინ იბადება, როცა თითოეული წევრი ყოველდღიურად საკუთარ წვლილს ამატებს საერთო საცავს.
სწორედ ასე იზრდება საგვარეულოს ძალაც - მონეტა მონეტას ემატება, დღე დღეს, გამარჯვება გამარჯვებას.
დაიწყე დაგროვება მობაილბანკიდან
სამეფოს საგანძურის ძიება უკვე დაწყებულია და მარადმწვანე სავანის კარიბჭე ღიაა ახალი წევრებისთვის.
თუ ფიქრობ, რომ შენი ძალა მოთმინებაში, წინდახედულებასა და მომავლისთვის მზადებაშია, გახსენი თიბისის მობაილბანკი, შეუერთდი ანაბარიძეებს და დაეხმარე მარადმწვანე სავანეს ყველაზე დიდი საგანძურის შექმნაში.
ნამდვილი გამარჯვება ყოველთვის მათ ეკუთვნით, ვინც იცის - დიდი განძი ერთი მონეტით იწყება.