Cards

chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
Dark Mode

მომავლის რწმენით, საერთაშორისო ასპარეზზე - საქართველო მსოფლიო AI ოლიმპიადაზე

Jul 17, 2026
Blog (2)

ხელოვნური ინტელექტი აღარ არის შორეული მომავლის ტექნოლოგია, ის ჩვენს რეალობას ყოველდღიურად ცვლის. ამ დიდ ტექნოლოგიურ რევოლუციაში კი მთავარ როლში ახალი თაობაა, რომლის წარმომადგენლებსაც აქვთ უნარი ცვლილებაში უსაზღვრო შესაძლებლობები დაინახონ და ეს ცოდნა სხვადასხვა სფეროს განვითარებას მოახმარონ.

წელს უკვე მეორედ, GAIA-ს ინიციატივით, ქართველი მოსწავლეები მთელ მსოფლიოსთან შესარკინებლად, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადებიან..

ამ გზაზე ახალი თაობის გვერდითაა თიბისი, რომელსაც სჯერა ახალი იდეების, ნიჭიერი ადამიანებისა და იმ თაობის, რომელიც საკუთარი ცოდნით ხვალინდელ დღეს უკეთესობისკენ ცვლის.

IX-XII კლასების მოსწავლეებმა ინტენსიური მოსამზადებელი კურსი გაიარეს და ორ ეტაპიანი შერჩევის შედეგად საქართველოს ეროვნული ნაკრები გამოვლინდა, რომელიც აგვისტოში საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან:

  • მათე რეხვიაშვილი – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

  • ნიკოლოზ ყიფშიძე -136-ე საჯარო სკოლა.

  • ნიკოლოზ გეგენავა – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

  • გიორგი მაისურაძე – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

  • ლუკა ბერიკელაშვილი – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

  • ანტონი ინგოროყვა – -ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

  • ნიკოლოზ კილაძე – გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია.

  • გიორგი ცქიტიშვილი – -ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

Quote Symbol

საქართველოს სახელით გამოსვლა ჩემთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენი ქვეყანა ასე სწრაფად ვითარდება და ფეხს უწყობს ხელოვნური ინტელექტის ტენდენციებს. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო საპრიზო ადგილებზე ვიხილოთ

გიორგი ცქიტიშვილი

საერთაშორისო ოლიმპიადა ჩვენი მოსწავლეებისთვის არის უნიკალური შანსი, დაიმკვიდრონ თავი გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე, იპოვონ რთული გამოწვევების ინოვაციური გადაჭრის გზები და კიდევ ერთხელ დაამტკიცონ, რომ ყველაზე დიდი ძალა ცოდნასა და განვითარებაშია.

Quote Symbol

ეს ოლიმპიადა ჩემთვის ნიშნავს შესაძლებლობას, წარვადგინო ქვეყანა საერთაშორისო AI ასპარეზზე და ვიყო იმ გუნდის ნაწილი, რომელიც ერთიანი ძალებით ცდილობს მაქსიმალური შედეგის მიღწევას.

ნიკოლოზ ყიფშიძე

ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადა GAIA-ს ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება. ოლიმპიადა ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია, რომელიც თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ერთობლივი პროექტია. ჰაბის მიზანია აღმოვაჩინოთ ნიჭიერი თაობა და დავეხმაროთ მათ პოტენციალის რეალიზებაში.

განათლებით შენს ამბავს ქმნი, მთავარია გჯეროდეს. 

Jul 17, 2026