chevron-right-outlined
globe-outlined
EN
Dark Mode

VR Shekvetili

VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებს, ლიმიტირებული ოდენობის პრემიუმ ხარისხის ვილებს, 5-ვარსკვლავიან საცხოვრებლებსა და სასტუმროს, ინოვაციურ აუზს, სპასა და ველნეს ცენტრს, ავთენტურ და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ რესტორნებს, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს, გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს. პროექტის მთავარი უპირატესობაა მისი ადგილმდებარეობა. VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph მდებარეობს შეკვეთილში, 40 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, გააჩნია 1200 მეტრიანი სანაპირო ზოლი და მთლიანად ჩაფლულია ფიჭვნარში. გარდა ბუნებრივი უპირატესობებისა, პროექტი გთავაზობთ ინოვაციურ და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს: ღია და დახურულ აუზებს; ინფინითი აუზებს; ჩოგბურთის, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთისა და პადელის ჩოგბურთის მოედნებს; სპორტულ დარბაზს; შვეულმფრენის დასაჯდომს; იახტ კლუბს; გასართობ და კომერციულ ცენტრებს; საპრესკონფერენციო სივრცეს; ბავშვთა გასართობ სივრცეს; სპასა და გამაჯანსაღებელ ცენტრს; კონცეპტუალურ რესტორნებს.

ჩაბარდების კონდიცია: სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.