დღეს ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება. იცვლება ისიც, თუ როგორ ვსწავლობთ, ვქმნით და ვავითარებთ ახალ იდეებს. სწორედ ამ ცვლილების საპასუხოდ, თიბისი ტექსკოლა შემოდგომის ახალ, უკვე მე-8 ნაკადს სრულიად განახლებული და განსაკუთრებული ფორმატით - “AI-First” მიდგომით იწყებს.
განახლებული ნაკადის რეგისტრაცია 21 სექტემბერს სამ მიმართულებაზე გაიხსნება, ესენია:
Full Stack დეველოპმენტი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
პროდუქტის დიზაინი (UI/UX & გრაფიკული დიზაინი) ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
ციფრული კონტენტის შექმნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
5 ოქტომბრიდან ამ ჩამონათვალს კიდევ ორი, ასევე თანამედროვე სამყაროში ძალიან მოთხოვნადი კურსი - Python ხელოვნური ინტელექტისთვის და ხელოვნური ინტელექტი კონცეფციიდან პროდუქტამდე - დაემატება.
შეამჩნევდი, რომ ხელოვნური ინტელექტი კურსის ყოველ სათაურში, როგორც მთავარი პერსონაჟი, ფიგურირებს. თიბისი ტექსკოლის განახლებული მიდგომის მთავარი იდეაც სწორედ ესაა - ხელოვნური ინტელექტის უნარების დაუფლების პროცესში, მოსწავლემ კურსის საწყისი ეტაპიდანვე უნდა დაინახოს, რას და როგორ ქმნის ან რატომ სწავლობს კონკრეტული ფორმით. სწორედ ამიტომ, პროგრამების რედიზაინი ეფუძნება ჰარვარდის პროფესორის, დევიდ პერკინსის „მთლიანით სწავლის“ კონცეფციას.
თუ ტრადიციულად სწავლა ხშირად იწყებოდა ცალკეული ინსტრუმენტების, თეორიისა და ტექნიკური დეტალების დამუშავებით, ახალი მიდგომა პროცესს აბრუნებს - თიბისი ტექსკოლაში მოსწავლეები პირველივე ეტაპიდან იმუშავებენ რეალურ პროექტებზე, შექმნიან პროტოტიპებს და ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ, როგორც ასისტენტს, იდეების გენერატორსა და პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტს.
თიბისი ტექსკოლის ახალი ნაკადის მონაწილეები ისწავლიან, როგორ მისცენ ხელოვნურ ინტელექტს სწორი მითითება, როგორ შეაფასონ მიღებული შედეგი კრიტიკულად და როგორ გამოიყენონ ტექნოლოგია საკუთარი იდეის უკეთ, სწრაფად და გააზრებულად განვითარებისთვის.
ამასთან ერთად, სწავლის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ალგორითმულ და სისტემურ აზროვნებას, პროექტის მართვას, კრიტიკულ შეფასებასა და შემოქმედებით ხედვას. მიზანი არა მხოლოდ კონკრეტული პროგრამის ან ინსტრუმენტის სწავლაა, არამედ მთავარია მონაწილეებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება იმის შესახებ - როგორ იქმნება თანამედროვე ციფრული პროდუქტი და აღმოაჩინონ რეალურად რა მიმართულება აინტერესებთ ყველაზე მეტად.
სამ თვიან ონლაინ კურსებს ტრადიციულად შესაბამისი სფეროების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალები უძღვებიან. სამი წლის განმავლობაში თიბისი ტექსკოლას კი უკვე 4500-ზე მეტი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ახლა კი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რომელიც ახალი ნაკადის მონაწილეებს კარს ტექნოლოგიური სამყაროს დიდი გამარჯვებებისკენ გაუხსნის.
ამიტომ, 21 სექტემბერს არ გამოტოვო რეგისტრაცია თიბისი ტექსკოლის განახლებულ ნაკადზე - სწორედ აქ არის შენი სწორი ადგილი განათლებისთვის.