<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" onload="this.media='all'"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

ციფრული კონტენტის შექმნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით

1-19

education-outlined
ლექციების რაოდენობა

20 ლექცია

calendar-outlined
ლექციების ხანგრძლივობა

3 თვე

laptop-outlined
ლექციების ფორმატი

Google meets

კურსის ფარგლებში ისწავლი ხელოვნურ ინტელექტთან (ChatGPT, Claude, Midjourney, Runway, CapCut AI) მუშაობას, როგორც „თანაშემოქმედთან“ (Co-Creator).

რა არის კურსის მიზანი?

კურსის მიზანია, შეიძინო ის ცოდნა და უნარები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქაში კონტენტ კრეატორის მთავარი ღირებულებაა - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფოკუსირდე ვიზუალურ ესთეტიკაზე, ნარატივზე, ბრენდის იდენტობასა და ეფექტურ მარკეტინგულ კომუნიკაციაზე.

პრაქტიკული კურსის ბოლოს, ფინალურ პროექტზე მუშაობისას, დამოუკიდებლად შექმნი, გამართავ და პორტფოლიოში საჯაროდ განათავსებ „ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით შექმნილ მრავალპლატფორმიან ციფრულ კამპანიას და შინაარსობრივ ეკოსისტემას“ (AI-Powered Multiplatform Content Campaign & Ecosystem).

ვისთვისაა კურსი?

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობისთვის არ გჭირდება საბაზისო ცოდნა. უნდა იყო სკოლის მოსწავლე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, გქონდეს მოტივაცია და წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტთან.

რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?

  • ტექსტური სტრატეგია - სარეკლამო ტექსტების წერის პაკეტი (Copywriting Suite): ბრენდის ხმის ტონი (Tone of Voice), სოციალური მედიის პოსტების ტექსტები, სარეკლამო ტექსტები (Copies) და ოპტიმიზებული ბლოგ-პოსტი საძიებო სისტემების ოპტიმიზაციისთვის (SEO - Search Engine Optimization).

  • ვიზუალური პაკეტი - ვიზუალური აქტივების პორტფოლიო (Visual Assets Portfolio): Midjourney-სა და DALL-E-ს დახმარებით შექმნილი უნიკალური საფირმო ფოტოები, პოსტერები, ილუსტრაციები და სოციალური მედიის შინაარსობრივი ბადე (Content Grid).

  • ვიდეო წარმოება - ვიდეოშინაარსის პაკეტი (Video Content Pack): მინიმუმ 3 მოკლე ფორმატის ვიდეო (Shorts/Reels/TikTok) - დაწერილი სცენარით, გადაღებული/მონტაჟირებული მობილურით და გაუმჯობესებული ხელოვნური ინტელექტის ანიმაციებით, ხმოვანი ეფექტებითა და სუბტიტრებით.

  • სოციალური მედიის მარკეტინგის სტრატეგია და კალენდარი - გავრცელების გეგმა (SMM Strategy & Distribution Plan): 1-თვიანი დეტალური შინაარსობრივი კალენდარი (Content Calendar), პლატფორმების მიხედვით მორგებული ჰეშთეგებით (Hashtags), სარეკლამო აღწერებითა და გამოქვეყნების ოპტიმიზებული დროით.

  • ინტერაქტიული შემთხვევის შესწავლა და იდეის წარდგენა (Interactive Case Study & Pitch): კამპანიის შედეგებისა და შემოქმედებითი პროცესის ამსახველი პრეზენტაცია შემოქმედებით პლატფორმებზე (Behance) ან საკუთარ ვებგვერდზე.

file-list-outlined