ჩვენ ვართ TBC Front X -ის პლატფორმის მფლობელი გუნდი და ჩვენი მთავარი მიზანია ბანკის თანამშრომლებისთვის შევქმნათ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის ერთიანი სამუშაო სივრცე. თავის მხრივ აღნიშნული სამუშაო სივრცე აერთიანებს ყველა იმ საბანკო პროდუქტს და სერვისს, რასაც ბანკი სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს. სწორედ ჩვენი გუნდი ქმნის და ავითარებს თანამშრომელთა სამუშაო სივრცეში პროდუქტების რეგისტრაციასა და სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა იმ ბიზნეს ფუნქციონალს, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები აქტიურად იყენებენ ყოველდღიურ საბანკო საქმიანობაში. გარდა ამისა, ფუნქციონალების შექმნის და განვითარების კვალდაკვალ, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინებას, როგორც არის პროცესების სიმარტივე, სისწრაფე, ინტუიტიურობა, ინოვაციურობა და შეცდომებისგან დაზღვევა. ჩვენი პლატფორმის საშუალებით, ბანკის თანამშრომლები, ერთი ფანჯრის პრინციპით ემსახურებიან მომხმარებლებს, აწვდიან სხვადასხვა პროდუქტსა და სერვისს და უქმნიან საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას.
სწორედ ამ დიდი გუნდისთვის ვეძებთ სტაჟიორს, რომელიც შემოგვიერთდება, ჩვენთან ერთად იმუშავებს და დააგროვებს ცოდნას და გამოცდილებას ამ მიმართულებით.
ვის ვეძებთ და პროგრამაში მოსახვედრად რა არის საჭირო?
თუ:
ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული
გაინტერესებს როგორ შევქმნათ საბანკო პროდუქტები და სერვისები მრავალფუნქციურ გუნდთან ერთად
მზად ხარ, გამოყო დრო, ინტენსიურად ჩაერთო სწავლებისა და მუშაობის პროცესში, მიიღო გამოცდილება და გახდეს დიდი გუნდის სრულფასოვანი წევრი
პროგრამაში მოსახვედრად უნდა გაიარო
პროგრამის დეტალები
სტაჟირების დასაწყისში გაივლი ე.წ. Onboarding-ს, რომელიც დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება. ამ პერიოდში გაიცნობ კოლეგებს, გაივლი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ტრენინგებს, გაეცნობი ორგანიზაციის კულტურას და თავისებურებებს. ამის პარალელურად დაიწყებ ინდივიდუალურად მუშაობას შენს მენტორთან, რომელიც პირველივე თვიდან დაგეხმარება განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში.
სტაჟირების განმავლობაში აქტიურად ჩაერთვები გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაში: ნახავ, როგორ ვიწყებთ ფუნქციონალის პლატფორმაში გადმოტანაზე ფიქრს, როგორ ვმუშაობთ სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებთან და ასევე თანამშრომლებთან, რომ გავიგოთ ბანკის მომხმარებლების საჭიროებები, როგორ ვფიქრობთ და ვგეგმავთ ბიზნეს ფუნციონალების ანალიზს, ვაკეთებთ დიზაინს და ვმუშაობთ UX-ზე, როგორ ვიწყებთ დეველოპმენტს და რა ეტაპებს გავდივართ იდეის გენერაციიდან ფუნქციონალის შექმნამდე და მომხმარებლამდე მიტანამდე. როგორ ვიღებთ შემდგომ უკუკავშირებს, ვაუმჯობესებთ ჩვენს მიერ შექნილ პროდუქტებს და ვაფასებთ მიღებულ შედეგებს. შენ მოგიწევს, რომ დააიდენტიფიცირო ბანკის მომხმარებლის და თანამშრომლის საჭიროებები და თავად გააკეთო ფუნქციონალების ბიზნეს ანალიზი, დაამუშავო ამოცანები და დეველოპერებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავო როგორც ახლის შექმნაზე ასევე არსებული ფუნქციონალების რედიზაინზე. ჩაერთვები ტესტირების ფაზაში, ჩაიბარებ დასრულებულ ფუნქციონალს და მიიტან თანამშრომლებთან. დააკვირდები მათ მუშაობას, მიიღებ მათგან უკუკავშირებს და შედეგად იზრუნებ ფუნქციონალების გაუმჯობესებაზე .
სტაჟირების განმავლობაში მენტორისგან მიიღებ როგორც მყისიერ, ისე დაგეგმილ უკუკავშირებს და შენც ნუ მოერიდები, რომ თავად ჰკითხო ხოლმე აზრი. ის ასევე დაგეხმარება, რომ გაიცნო სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები და გაიფართოო სანაცნობო წრე.
სამუშაო გრაფიკი მოქნილია, რაც უნივერსიტეტთან შეთავსების საშუალებას მოგცემს და კვირაში მინიმუმ 20 საათი უნდა გამოყო სტაჟირებისთვის.
პროგრამის ხანგრძლივობაა 6-12 თვემდე და დამოკიდებულია სტაჟიორის ინდივიდუალური განვითარების შედეგზე.
სტაჟირების შემდგომი დასაქმება
სტაჟირების დასრულების შემდეგ პოზიციაზე გადასვლა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
მენტორმა უნდა დაადასტუროს შენი ტექნიკური და კომპეტენციური მზადყოფნა
უნდა არსებობდეს მიმდინარე ღია ვაკანსია
უნდა გქონდეს სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა/დრო