Introduction to Artificial Intelligence

4-80

რას მოიცავს კურსი?

ინტენსიური, 2-კვირიანი სასერტიფიკატო კურსი უფროსკლასელებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტური პრინციპებისა და მისი პრაქტიკული გამოყენების სწავლებას. კურსი ეფუძნება ჯეოლაბის საგანმანათლებლო ფილოსოფიას, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე (PBL).

სწავლის პროცესი მოიცავს ინტერაქციულ ვორქშოპებს, Live Prompting სესიებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს ტექსტთან და ვიზუალურ კონტენტთან სამუშაოდ, და Case Study-ებს. კურსის განმავლობაში სტუდენტები შექმნიან საკუთარ საგანმანათლებლო სტარტაპის კონცეფციას.

კურსის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სტრატეგიულ ინტეგრაციას, კონტენტის შექმნისთვის, ვიზუალიზაციისთვის, კოდის დასაწერად და პრობლემების გადასაჭრელად.

კურსი ასევე მოიცავს დისკუსიებს ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ საკითხებზე, როგორიცაა საავტორო უფლებები, დეზინფორმაცია და მიკერძოება, რაც სტუდენტებს მომავლის ტრენდების ანალიზში დაეხმარება.

საბოლოო შეფასება მოხდება საგანმანათლებლო სტარტაპის პროექტის პრეზენტაციის საფუძველზე. კურსის მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა შეიძინონ, არამედ განუვითარდეთ მოქნილი უნარებიც, როგორიცაა პრობლემების გადაჭრა, გუნდური მუშაობა და კრიტიკული აზროვნება.

photo

file-list-outlined