Introduction to Mobile Application Development

1-80

რას მოიცავს კურსი?

ინტენსიური, 2-კვირიანი სასერტიფიკატო კურსი უფროსკლასელებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მობილური აპლიკაციების შემუშავების ფუნდამენტური პრინციპების სწავლებას App Inventor-ის გამოყენებით. კურსი ეფუძნება ჯეოლაბის საგანმანათლებლო ფილოსოფიას, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე (PBL).

სწავლის პროცესი მოიცავს ინტერაქციულ ვორქშოპებს, იდეების გენერირებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და Design Review-ს, რაც ცოდნის მიღებასთან ერთად ხელს უწყობს პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. კურსის განმავლობაში სტუდენტები შექმნიან საკუთარ მობილურ აპლიკაციას, დღის განრიგის ორგანიზების აპლიკაციის ინტერაქციულ პროტოტიპს.

კურსის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას.

კურსი ასევე მოიცავს დისკუსიებს ტექნოლოგიების მომავალზე, რაც სტუდენტებს მომავლის ტრენდების ანალიზში დაეხმარება.

შეფასება ფოკუსირებულია პროცესზე და მოიცავს მცირე პრაქტიკულ დავალებებს, პროექტის შუალედურ პრეზენტაციებს და საბოლოო ინტერაქციული პროტოტიპის წარდგენას. კურსის მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა შეიძინონ, არამედ განუვითარდეთ მოქნილი უნარებიც, როგორიცაა პრობლემების გადაჭრა, გუნდური მუშაობა და კრიტიკული აზროვნება.

pavle

file-list-outlined