Introduction to Web Programming: Back-End (Python & Flask)

5-80

რას მოიცავს კურსი?

2-კვირიანი სასერტიფიკატო კურსი უფროსკლასელებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ვებპროგრამირების, კერძოდ Back-End დეველოპმენტის ფუნდამენტური პრინციპების სწავლებას Python-ისა და Flask-ის გამოყენებით. კურსი ეფუძნება ჯეოლაბის საგანმანათლებლო ფილოსოფიას, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე (PBL).

სწავლის პროცესი მოიცავს ინტერაქციულ ვორქშოპებს, Live Coding სესიებს, წყვილებში მუშაობას და Code Review-ს, რაც ცოდნის მიღებასთან ერთად ხელს უწყობს პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. კურსის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას კოდის წერისა და საკუთარ პროექტზე მუშაობის პროცესში.

კურსი ასევე მოიცავს დისკუსიებს ტექნოლოგიების მომავალზე, რაც სტუდენტებს მომავლის ტრენდების ანალიზში დაეხმარება.

შეფასება ფოკუსირებულია პროცესზე და მოიცავს მცირე პრაქტიკულ დავალებებს, პროექტის შუალედურ პრეზენტაციებს და საბოლოო პროექტის წარდგენას. კურსის მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა შეიძინონ, არამედ განუვითარდეთ მოქნილი უნარებიც, როგორიცაა პრობლემების გადაჭრა, გუნდური მუშაობა და კრიტიკული აზროვნება.

გვანცა ეუაშვილი - Back-End Phyton

file-list-outlined