OLYINFO არის პირველი ქართული ეროვნული მასშტაბის ოლიმპიადა ინფორმატიკაში, რომელიც მოსწავლეებში ინფორმატიკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ქვეყნის მასშტაბით ინფორმატიკის სწავლების ხარისხის ამაღლება.
ნიჭიერი ქართველი მოსწავლეებისთვის უფასო სასწავლო რესურსებსა და ბანაკებზე წვდომის უზრუნველყოფა.
ოლიმპიადა ორი ტურისგან შედგება. პირველი ტური ონლაინ ფორმატში ტარდება. მეორე, დასკვნითი ტური კი ფიზიკურ ფორმატში, BTU-ს კამპუსზე.