ბანკის დისტანციური არხ(ებ)ის საშუალებით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ:
1. გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე განაცხადით საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებეზე, მათ შორის ბარათ(ებ)ზე, არასრულწლოვანი პირისთვის გათვალისწინებულ პირობებსა და ტარიფებს;
2. დეტალურად იცნობს ბანკის ვებგვერდზე განთავსებულ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებას, რომელსაც უერთდება არასრულწლოვანი პირი
*განაცხადით გათვალისწინებული ბარათ(ებ)ის პირობებსა და ტარიფებზე დასტური, ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლის მხრიდან დადასტურების მომენტისთვის, არასრულწლოვანი პირი არ სარგებლობს განაცხადით გათვალისწინებული პროდუქტებით და/ან მომსახურებით.
ტარიფები და პირობები
Visa Pupil Card/ Mastercard Pupil card
თანხის განაღდება ATM თიბისი
თანხის განაღდება ATM მოკავშირე ბანკები
თანხის განაღდება სხვა ბანკის ბანკომატიდან
ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტი (24 საათი)
ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტი (168 საათი)
შესყიდვის ლიმიტი (24 საათი)
შესყიდვის ლიმიტი (168 საათი)
თანხის გატანა საბარათე ანგარიშიდან თიბისი ბანკის ფილიალებში - ლარი
<3,000 GEL- 2%, მინ. 2 ლარი; >=3000 GEL- 0,6 %
თანხის გატანა საბარათე ანგარიშიდან თიბისი ბანკის ფილიალებში - უცხ.ვალუტა
უფასო
(პროდუქტი / მომსახურება მოსწავლის ბარათისგანდამოუკიდებლად, არარისხელმისაწვდომი)
ქალაქების მიხედვით საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის შეღავათიანი ტარიფის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბანკის ინტერნეტ გვერდზე www.tbcbank.ge.
წინამდებარე განაცხადით არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ:
არ მოქმედებს სხვა (მესამე) პირის დავალებით და არ აქვს ურთიერთობა ფიქტიურ ბანკთან.
თანახმაა, ბანკმა შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული და სხვა).
თანახმაა, სს „თიბისი ბანკმა“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, არასრულწლოვანი პირის პერსონალური მონაცემები.
ბარათის ანგარიშზე ზედიზედ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ნაშთის არარსებობის ან/და ამ ანგარიშის მეშვეობით ოპერაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს უფლება აქვს, გააუქმოს ბარათი და ყველა ის სარგებელი და შეღავათი, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ ბარათთან.
განაცხადში დაფიქსირებული ინფორმაცია არის ზუსტი და უტყუარი.
არასრულწლოვანი პირის რეგისტრირებული და ფაქტობრივი მისამართი იდენტურია. არასრულწლოვანი პირის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს არასრულწლოვანი პირის ფაქტობრივი მისამართის ცვლილება ერთ-ერთი შემდეგი არხით: ბანკის ფილიალში ვიზიტით, კონტაქტ ცენტრთან დაკავშირებით, ინტერნეტ / მობაილ ბანკის მეშვეობით.