globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

ცვლილება მოკლე ტექსტური შეტყობინებით მომსახურების (SMS სერვისის) ტარიფებში

2026 წლის 25 მარტიდან იცვლება ტრანზაქციული SMS შეტყობინების სერვისის ტარიფები და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

  • ადგილობრივი მობილურის ნომრებისთვის - 1 ლარი/თვე

  • უცხოური მობილურის ნომრებისთვის - 10 ლარი/თვე

  • Push შეტყობინება - უფასო

SMS სერვისის აღწერა:

სერვისის საშუალებით, მომხმარებელი იღებს ინფორმაციას მის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ (ტრანზაქციული SMS შეტყობინებები), მათ შორის:

  • ანგარიშებზე თანხის შეტანა/ჩარიცხვა და/ან ანგარიშიდან თანხის გატანა/გადარიცხვა, ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი;

  • კომუნალური და სხვა სახის გადახდები;

  • ავტომატური გადარიცხვები;

  • ბანკომატით შესრულებული ტრანზაქციები;

  • სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში პოს ტერმინალით და/ან ელექტრონული კომერციით განხორციელებული ტრანზაქციები;

(გთხოვთ, გაითვალისწინოთ: აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ უცხოურ მობილურის ნომერზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ფუშ შეტყობინების აქტივაციის შემთხვევაში).

  • მობილური ბალანსის შევსება

  • ერთგულების პროგრამის ფარგლებში არსებული დარიცხვები და ჯამური ოდენობა (გადახდის ტრანზაქციასთან ერთად)

მნიშვნელოვანია, რომ ისეთ SMS შეტყობინებებს, რომლის მომხმარებლისთვის მიწოდების ვალდებულებაც, ბანკს ეკისრება კანონმდებლობით, კლიენტი მიიღებს SMS შეტყობინებით, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, საკომისიოს გარეშე მიიღოთ ტრანზაქციული შეტყობინებები, რისთვისაც გთხოვთ ეწვიოთ მობაილ ბანკს და გამოიყენოთ push შეტყობინებების ჩართვის ფუნქციონალი: https://app.tbcbank.ge/YiId/934luzdq

ტრანზაქციული შეტყობინებების სრული ჩამონათვალის მიღება Push შეტყობინებების სახით, ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან.

ტრანზაქციული SMS შეტყობინებებისთვის (ადგილობრივი მობილურის ნომრებისთვის) განსაზღვრული საკომისიო არ გავრცელდება:

  • კონცეპტ და VIP/WM-ის მომხმარებლებზე;

  • 24 წლამდე მომხმარებლებზე;

  • მომხმარებლებზე, რომლებსაც ბანკი განუსაზღვრავს უფასო ტარიფს.