ახალი შესაძლებლობები თიბისის ბიზნეს მობაილ და ინტერნეტ ბანკში

პაროლის აღდგენა - გაუმჯობესდა პაროლის აღდგენის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ბიზნეს მობაილბანკის Log in-ის გვერდიდან პაროლის აღდგენას სულ რამდენიმე წამში, ძალიან მარტივად შეძლებენ. Მომხმარებლების მართვა - ბიზნეს მობაილბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ მომხმარებლის ვადის ამოწურვის შესახებ. ახალი ფუნქციონალით, კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა ექნება, ბიზნეს მობაილბანკითვე გაუხანგრძლივოს მომხმარებელს ვადა. Მომხმარებლების მენეჯმენტი - თიბისის ბიზნეს მობაილბანკს მომხმარებლების მენეჯმენტის ფუნქციონალი დაემატა. კომპანიის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, დისტანციურად, ბიზნეს მობაილბანკით გაააქტიუროს ვადაგასული მომხმარებელი, დაამატოს ახალი მომხმარებელი და ჩაურთოს მას სხვადასხვა უფლება. ამასთანავე, შეიცვალა როლის მინიჭების ფუნქციონალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა როლის ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. ვალუტის კურსით ვაჭრობა - თიბისის ბიზნეს მობაილბანკით შესაძლებელია სასურველი ვალუტის კურსის მოთხოვნა, შეთავაზების გაგზავნიდან რამდენიმე წუთში, პასუხის მიღების შემდეგ კი, სასურველ კურსში თანხის დაკონვერტირება. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ შეთავაზებული კურსი მომხმარებლისთვის მისაღები არ იქნება, შესაძლებელია მოთხოვნის კიდევ ერთხელ გაგზავნა, იმავე ან უფრო დაბალ კურსზე. ციფრული რეგისტრაცია -კომპანიები, რომლებიც თიბისის მომხმარებლები არიან, მაგრამ არ სარგებლობენ ციფრული მომსახურებით, ბიზნეს მობაილ და ვებ- აპლიკაციებიდან შეუძლიათ რეგისტრაცია, რისთვისაც ფილიალში ვიზიტი საჭირო აღარ არის. რეგისტრაციის დასრულებისთანავე, მათ მომენტალურად ექნებათ წვდომა ანგარიშებზე, როგორც ინტერნეტ ისე -მობაილბანკში.
სიახლეების კატეგორია - ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას, სიახლეების კატეგორიაში დაწკაპუნებით, შესაძლებელია ციფრული ბანკის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება.
ამონაწერი რამდენიმე ანგარიშიდან -ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 1 ექსელის ფაილით, 5 ანგარიშიდან ამონაწერი ერთდროულად, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით ჩამოტვირთონ.
ნაშთების ისტორიის შემოწმების ფუნქციონალი. ახლა უკვე, ერთ სივრცეში შესაძლებელია ნებისმიერი თარიღში, ანგარიშის ნახვა ნებისმიერ ვალუტაში. ახალი ფუნქციონალით შესაძლებელია ნაშთების გაფილტვრა ანგარიშის და დასახელებების მიხედვით.
სახელფასო პროექტში ჩართვა- ბიზნეს ინტერნეტბანკიდან უკვე შესაძლებელია თანამშრომლების სახელფასო პროექტში ჩართვა და მათთვის სახელფასო ბარათების დამზადება. ამისთვის, შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და მონაცემების შევსება საკმარისია, რის შემდეგაც მომხმარებელს თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება.

