chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

მასშტაბური ბიზნეს გამოფენა უზბეკეთში დასრულდა-მონაწილეთა შთაბეჭდილებები

20 ოქტ. 2025
- (1)

8-9 ოქტომბერს ტაშკენტმა კონფერენციას უმასპინძლა სახელწოდებით “საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა”. მასშტაბური ღონისძიებისთვის მზადება 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი ორგანიზატორი გაყიდვების ასოციაცია, მთავარი მხარდამჭერი კი თიბისი იყო.

50-მდე მონაწილე ქართული კომპანია ორი დღის განმავლობაში ასობით პოტენციურ პარტნიორს, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს ხვდებოდა, მათ საკუთარ პროდუქტსა თუ მომსახურებას სთავაზობდა. ეს კი მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა, მათთვის ვისაც უზბეკეთის მზარდ ბაზარზე პოზიციონირება აქვთ დაგეგმილი.

უზბეკეთის მრავალმილიონიანი ბაზარი საერთაშორისო ინვესტორებისთვის ახლახან გაიხსნა, როდესაც ქვეყანაში რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა განსაკუთრებით გაიზარდა ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა. ეს შესაძლებლობა კარგად დაინახა პროფესიონალთა გუნდმა, რომელსაც საქართველოში 8 წლიანი გამოცდილება აქვს და გამოფენაზე ორი კომპანიით იყო წარმოდგენილი.

„ორივე კომპანია: ელექტრაფეი – საგადახდო სერვისების პროვაიდერი და კოინმანია – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP).ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. დაინტერესებულ პირებს გავაცანით ორი პროდუქტი: კრიპტოსაფულე და კრიპტოს კონვერტაციით გადახდის სერვისი – მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველს ვირტუალურ აქტივს, ხოლო ბიზნესი იღებს თანხას ეროვნულ ვალუტაში. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოსერვისები კომპლექსური დარგია, ჩვენი სერვისები სიმარტივითა და მოქნილობით გამოირჩევა. ჩვენი პროდუქტი მორგებულია როგორც ბიზნესის, ისე ფიზიკური პირების ინტერესებსა და ტექნოლოგიურ საჭიროებებს. ვფიქრობთ, რომ უზბეკეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვიქნებით”, -განმარტავს თათული ქოჩაკიძე.

უზბეკეთმა AI განვითარების სტრატეგია 2030 დაამტკიცა. მას ციფრული ტექნოლოგიების სამინისტრო ახორციელებს. დაგეგმილია 86 AI პროექტის დაფინანსება ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის ენერგეტიკისა და ფინანსების მიმართულებით. საწყის ეტაპზე ფონდის ბიუჯეტი 50 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

სტრატეგია საინტერესო და ერთგვარი მოტივატორი აღმოჩნდა კომპანია „ვეზირისთვის“, რომელიც ქართულ ბაზარზე 30 წელია ოპერირებს ტელეკომუნიკაციის, IT და უსაფრთხოების მიმართულებით.

„ გამოფენაზე წარმოდგენილები ვართ პარტნიორ ამერიკულ კომპანიასთან ერთად. გვქონდა შეხვედრები რამდენიმე მსხვილი ბანკის წარმომადგენელთან. ვეზირი ეხმარება კომპანიებს უსაფრთხოების სისტემების დანერგვაში, როგორიცაა ვიდეომეთვალყურეობა, დაშვების კონტროლი, სახის ამოცნობა, ხანძრის სისტემები. საქართველოში რამდენიმე სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოება ვეზირის მიერაა უზრუნველყოფილი. Ამჟამად, თიბისის სათავო ოფისზე ვმუშაობთ. უზბეკეთმა ახლახან დაამტკიცა AI განვითარების სტრატეგია და გვინდა, ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების პოპულარიზაცია მოვახდინოთ“, - ამბობს დავით ანთაძე.

საქართველოს უზბეკეთთან სავაჭრო ბრუნვა 2021 წლიდან მზარდია, 2024 წელს კი რეკორდულ 242.3 მლნ დოლარს მიაღწია. ძირითად საექსპორტო საქონელში ავტომობილების რეექსპორტი ლიდერობს- 41.6 მლნ.

"კომპანია ვიჯი ავტო ექსპორტი, მომხმარებელს უმარტივებს მანქანის ჩამოყვანასთან დაკავშირებულ ყველა დისკომფორტს. შესაბამისად, ბიზნეს გამოფენაზე აუდიტორიას გავაცანით, მეორადი ავტომობილების ყიდვის სრული პროცესი. გავეცანით სხვადასხვა ინდუსტრიის მიდგომებსა და სპეციფიკას, საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს და უზბეკეთის ბაზრის ლანდშაფტს. ჩვენ ამ დარგს ზედმიწევნით კარგად ვიცნობთ, რაც მყარი საფუძველია იმისათვის, რომ უცხო ბაზარზე პირველი ნაბიჯები მარტივად გადავდგათ’’, - ამბობს გიორგი ვაჩეიშვილი.

ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე „კონსიერჟ თბილისი“ პრემიალურ სეგმენტს ყველა დახურული კარის გაღებას ჰპირდება.

„ჩვენ ვქმნით გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს. თითოეულ მომხმარებელს მასზე მორგებულ თავგადასავალს და აღმოჩენებს ვპირდებით. მას შეუძლია მოხვდეს დახურულ ელიტურ წვეულებაზე, ან სურვილის შემთხვევაში ყველაზე უკაცრიელ ადგილას. სპეციალურად ბაზარზე შემოვიყვანეთ ღამის კონსიერჟი. ჩვენ შერეულ სეგმენტზე ვმუშაობთ. უზბეკეთის ბაზარი იმითაც გამოირჩევა ,რომ არ უყვართ ბევრი ფიქრი გადაწყვეტილების მიღების დროს, ძალიან მალე უნდათ კონკრეტული პროდუქტი. ჩვენ კი დიდი გამოცდილებით და ცოდნით შემოვდივართ აზიურ ბაზარზე“, -ამბობს ნინო სხირტლაძე.

კვლევა და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა.

“ჩვენ ვეხმარებით ბიზნესის განვითარებას იმ კუთხით, რომ მათ ისეთ ინფორმაციას ვაწვდით რაც გადაწყვეტილების მიღებისთვის სჭირდებათ. ანოვას პროდუქტით მსხვილი ბიზნესი ინტერესდება და მრავალპროფილურ კვლევას ვატარებთ. თავს ვიწონებთ და ნამდვილად გვაქვს ამბიცია რომ ჩვენი ექსპერტიზითა და გამოცდილებით ბიზნესებს ღირებულ პროდუქტს ვთავაზობთ. უზბეკური ბაზარი არის ახალი გახსნილია და ბევრი თავისუფალი ნიშაა.სადაც ბიზნესი ვითარდება, იქ კვლევისა და კონსულტაციის საჭიროება ჩნდება. შესაბამისად, ჩვენი მომსახურებაც აქტუალური ხდება”-ამბობს ხათუნა მაღლაკელიძე.

20 ოქტ. 2025