თამაზ მანძულაშვილმა ყურძნის პირველი მოსავალი ზუსტად 50 წლის წინ აიღო. ძალიან ახალგაზრდამ საკუთარ ვენახში რქაწითელი დაკრიფა და მას შემდეგ მუდამ შრომაშია.
დღეს მანძულაშვილების ოჯახს ვაზი 14 ჰექტარზე აქვთ გაშენებული. თავდაპირველად რქაწითელი ჰქონდათ, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ საფერავი დაამატეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება ლოგიკური აღმოჩნდა. ამ ჯიშზე ფასი იზრდებოდა და 4 ლარსაც აღწევდა. სწორედ მაშინ გადაწყდა საქმიანობის გაფართოებაც, მაგრამ ბაზარზე საფერავზე მოთხოვნა მალევე შეიცვალა. „მივქარე,“ იხსენებს ხუმრობით. თუმცა, დანებება ამ საქმეს არ უყვარს. ეტაპობრივად სხვა ჯიშებიც დაამატა: ქისი, ხიხვი და მწვანე.
ყვარელი, ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ზონაა მევენახეობისთვის საქართველოში ცხელი ზაფხულითა და შედარებით რბილი ზამთრით, რაც ყურძნის სრულფასოვან დამწიფებას უწყობს ხელს. სწორედ ეს ბუნებრივი პირობები ახდებს პიდაპირ გავლენას ყურძნის ხარისხზე.
ბოლო წლებში თამაზ მანძულაშვილმა კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი დაიწყო და ვარდისფერი რქაწითელი გააშენა.
“ძალიან ძველი ჯიშია და თითქმის აღარსად გვხვდება.”- გვიხსნის თამაზი ჩვეული, კახური სიდინჯით.
მისი თქმით, ყველაზე რთული ნაწილი ამ საქმეში ყურძნის მოყვანა კი არა, გაყიდვაა.
„მოსავალი ვიცი რომ მოვა… დამწიფდება, უნდა დავკრიფო. მაგრამ მერე იწყება მთავარი: რეალიზაციის საკითხი და ფიქრი იმაზე, ჩაიბარებენ ქარხნები თუ არა”-ამბობს ის.
როდესაც ბაზარი ასეთი ცვალებადია, მევენახისთვის მნიშვნელოვანია რომ ზურგს სანდო ფინანსური ინსტიტუცია უმაგრებდეს. წლებია, თამაზ მანძულაშვილი თიბისისთან თანამშრომლობს, რადგან აგრომეურნეობის განვითარებისთვის მომხმარებელს ის ყველა საჭირო პროდუქტს სთავაზობს. ამ პროცესში ერთ-ერთი მხარდამჭერი VISA არის.
“არ მახსენდება შემთხვევა, რომ თიბისი გვერდით არ დამდგომოდა. იციან ჩემი საქმისადმი დამოკიდებულება და ყოველთვის მენდობიან. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 6 შვილი მყავს, ყველა ერთად ვართ ამ საქმეში”-ამბობს მევენახე.