m³ საბურთალო თბილისის ცენტრალურ ნაწილში, გელოვანის გამზირსა და ბაქრაძის ქუჩას შორის მოქცეულ 11.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ვეფხი და მოყმის ძეგლიდან 900 მეტრში, მდებარეობს.
m³ საბურთალო გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, გაზარდოთ თქვენი პირადი სივრცე, იცხოვროთ თავისუფალ, მრავალფეროვან და კომფორტულ გარემოში, სადაც სახლს მთელი უბანი მოჰყვება. m³-ის კონცეფცია თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსა და გემოვნებაზეა მორგებული. უბნის მთავარი მიზიდულობის ადგილი ცენტრალური პარკი იქნება მის გარშემო მოწყობილი ბულვარითა და ველობილიკით. ტერიტორიაზე განთავსდება სპორტული მოედნები, სარეკრეაციო, საპიკნიკე და გასართობი სივრცეები, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები, დახურული საცურაო აუზი, ფიტნესცენტრი, სტუმრების მისაღები და საერთო სამუშაო სივრცეები.
მშენებლობის დასრულების თარიღი I-III კორპუსები 2022 წელი, IV კორპუსი 2023 წელი, V-VIII კორპუსები 2024 წელი, IX კორპუსი 2023 წელი, X კორპუსი 2024 წელი. ჩაბარების კონდიცია თეთრი კარკასი
მისამართი: m³ საბურთალო თბილისის ცენტრალურ ნაწილში, გელოვანის გამზირსა და ბაქრაძის ქუჩას შორის მოქცეულ 11.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ვეფხი და მოყმის ძეგლიდან 900 მეტრში, მდებარეობს.