1. მონაწილეობის წესი
1.1. აქციაში მონაწილეობენ მხოლოდ ბანკის ის კლიენტები (შემდგომში „მომხმარებელი“/ “მომხმარებლები”): რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს ერთდროულად:
მიმდინარე წლის წინა კალენდარულ თვეში არ აქვთ განხორციელებული არც ერთი საბარათე გადახდა ან/და გახდნენ ბანკის კლიენტები ა.წ. დეკემბრის თვეში.
ფიზიკური პირები, ვისაც, აქციის დაწყების მომენტისათვის უკვე შეუსრულდა 18 წელი.
არიან თიბისი ბანკის მობაილბანკის მომხმარებლები.
2. აქციის პერიოდი
2.1. 2025 წლის 15 დეკემბრიდან (00:00) 25 დეკემბრის ჩათვლით (23:59)
3. აქციაში მონაწილეობის პირობა
3.1. აქციაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეასრულოს სამივე პირობა:
გააქტიუროს აქცია მობაილბანკში;
განახორციელოს თიბისის ნებისმიერი სადებეტო ბარათით მინ. ერთი გადახდა (ნებისმიერი ბანკის ფიზიკურ ან ონლაინ ტერმინალზე (POS ან e-commerce));
განახორციელოს მინ. ერთი ოპერაცია მობაილბანში (გადახდა, საკუთარ ან სხვის ანგარიშზე გადარიცხვა, როგორც ბანკის შიგნით ასევე ნებისმიერ სხვა ბანკში).
3.2. ერთი მომხმარებელი აქციაში მონაწილეობს მხოლოდ ერთხელ.
3.3. აქციის გააქტიურება თიბისის მობაილ ბანკში შესაძლებელია არაუმეტეს პირველი 100,000 მომხმარებლისთვის.
4. გამარჯვებულების გამოვლენის წესი
4.1. გამარჯვებულები შეირჩევიან მხოლოდ იმ მომხმარებლებს შორის, რომლებმაც სრულად შეასრულეს აქციის სამივე პირობა (აქციის გააქტიურება, ბარათით გადახდა, მობაილ ბანკში ოპერაცია).
4.2. მომხმარებლები, რომლებმაც დააკმაყოფილეს აქციის სამივე პირობა, აქციის გააქტიურების დროის მიხედვით ქრონოლოგიურად განაწილდებიან სიის სახით
4.3. გამარჯვებულების აქციის გააქტიურების დროის მიხედვით შემდეგი პრინციპით გამოვლინდებიან:
ყოველი მე-10 მომხმარებელი
ყოველი მე-100 მომხმარებელი
ყოველი მე-1000 მომხმარებელი
4.4. გამარჯვებულების გამოვლენა და ინფორმირება განხორციელდება 2025 წლის 30 დეკემბერს. თიბისი ბანკის მობაილ ბანკში შეტყობინების გაგზავნით
5. საპრიზო ფონდი
5.1. აქციის მაქსიმალური საპრიზო ფონდი შეადგენს 280,000 ლარს.
5.2. პრიზი ჩაირიცხება მომხმარებლის ერთგული ყულაბის ანგარიშზე.
5.3. პრიზების განაწილება:
ყოველი მე-10 მომხმარებელი – 10 ლარი
ყოველი მე-100 მომხმარებელი – 100 ლარი
ყოველი მე-1000 მომხმარებელი – 1,000 ლარი
6. დამატებითი პირობები
6.1. ერთ მომხმარებელს აქციის ფარგლებში შეუძლია მიიღოს მხოლოდ 1 პრიზი
6.2. მომხმარებელი პირველი პრიზის მიღების შემდეგ ეთიშება გათამაშებიდან
6.3. აქციაში არ მონაწილოებს გაუქმებული ტრანზაქცია/გადახდა
6.4. ბანკს აქვს უფლება, გამორიცხოს ისეთი მომხმარებლები, რომელთა ოპერაციები ჩაითვლება არაკეთილსინდისიერ ქმედებად ან ტექნიკურ მანიპულაციად.
6.5 აქციაში მონაწილეობას არ ღებულობს კონცეპტის ან Wealth Management-ის მომხმარებელი