globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

დასაჩუქრდი Ye, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით მეგობრებთან ერთად

1110x400 copy-100

თუ შენ და შენმა მეგობრებმა ვერ მოასწარით ბილეთების ყიდვა, შესაძლებლობა გაქვთ საჩუქრად მიიღოთ Ye, Kanye West-ის კონცერტის ბილეთები, რომელიც Starring Georgia-ს ორგანიზებით, 12 ივნისს დინამო არენაზე გაიმართება.

20 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, შექმენით საერთო ხარჯების ჯგუფი მობაილბანკში, გაინაწილეთ ხარჯები და მიიღეთ შესაძლებლობა ყველა ერთად დასაჩუქრდეთ.

როგორ მუშაობს?

  • Შექმენით საერთო ხარჯების არაუმეტეს 10-წევრიანი ჯგუფი მობაილბანკში

  • გადაიხადეთ არანაკლებ 5 ლარი თიბისის ბარათით ნებისმიერ ტერმინალზე

  • გაიყავით შესრულებული ტრანზაქცია და

  • ჩარიცხეთ მოთხოვნილი თანხა

ვინ დასაჩუქრდება?

პირველი 5 ჯგუფი, რომელიც 20 მაისიდან - 5 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ყველაზე ბევრჯერ გაყოფს თანხას წინამდებარე წესების შესაბამისად.

როგორ ვასაჩუქრებთ მომხმარებლებს?

10 ივნისს, გამოვლინდებიან ჯგუფები, რომლებმაც ყველაზე ბევრჯერ გაინაწილეს საერთო ხარჯები

ბანკი დაუკავშირდება გამარჯვებულ მომხმარებელს, შესთავაზებს ბილეთს საჩუქრად და თანხმობის შემთხვევაში, გადაეცემა საჩუქრად ელექტრონული ბილეთი.

შექმენი საერთო ხარჯების ჯგუფი მობაილბანკიდან

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • წამახალისებელ აქციაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ სრულწლოვან პირებს;

  • ერთი და იგივე პირი დასაჩუქრდება მხოლოდ ერთხელ;

  • ბილეთის გადაცემა ხდება მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის შემდეგ;

  • გამარჯვებულთან დაკავშირება მოხდება ბანკში დაფიქსირებულ საკონტაქტო ნომერზე;

  • იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული უარს განაცხადებს ბილეთის მიღებაზე ან / და ბანკი ვერ შეძლებს მასთან დაკავშირებას, საჩუქრის გადაცემა არ მოხდება;

  • ბანკს აქვს უფლება არ გაითვალისწინოს საეჭვო, ან დაუდასტურებელი ტრანზაქციები, ასევე, ბანკი უფლებამოსილია უარი თქვას საჩუქრის გაცემაზე, თუ ადგილი აქვს საეჭვო ან უკანონო ქმედებას;

  • არ ჩაითვლება აზარტული თამაშების ობიექტებში შესრულებული გადახდები;

  • წესების შესრულებად ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული ოპერაციები (მხოლოდ მოთხოვნილი თანხა არ ჩაითვლება);

  • ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჯგუფები, რომელშიც მაქსიმუმ 10 წევრია დამატებული;

  • ჩაითვლება მხოლოდ თიბისის ბარათებით ტერმინალზე (ფიზიკურ თუ ონლაინ) შესრულებული გადახდები;

  • ჩაითვლება მხოლოდ არანაკლებ 5 ლარის ოდენობის (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში) გადახდები;

  • ჩაითვლება 20 მაისამდე შექმნილი ჯგუფებიც, თუ მათში დამატებულია არაუმეტეს 10 წევრი;

  • წამახალისებელ აქციაში არ მონაწილეობენ თიბისის ბანკის თანამშრომლები.