თიბისი კონცეპტის Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ Global Blue-ს ექსკლუზიური სერვისებით შერჩეულ ევროპის ქალაქებში.
თიბისი კონცეპტის Mastercard World Elite ბარათით შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:
უფასო წვდომით Global Blue-ს VIP ლაუნჯებში პრემიუმ დღგ-ს ანაზღაურების სერვისის მისაღებად;
უფასო წვდომით შერჩეულ აეროპორტების სწრაფ ხაზზე (Fast Track-ზე) Global Blue-ს ანაზღაურების ოფისებში;
Global Blue-ს წევრად დარეგისტრირების შემდეგ, Tax Free ფორმების ავტომატური შევსებით Global Blue-ს პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში შოპინგის დროს.
წესები და პირობები:
Global Blue წევრობა
შეთავაზებით სარგებლობისთვის, ჩამოტვირთეთ Global Blue-ს აპლიკაცია (App Store/Google Play) და დარეგისტრირებისას მიუთითეთ თქვენი Mastercard World Elite ბარათი.
შეავსეთ წევრობის პროფილი სრულად, რომ ისარგებლოთ Tax Free ფორმის ავტომატური შესავსებით.
Mastercard World Elite ბარათი მიბმული უნდა იყოს წევრის პროფილზე, თანხის ავტომატურად დასაბრუნებლად.
წევრობის ციფრული ბარკოდი ან პასპორტი უნდა იყოს წარდგენილი მაღაზიაში Tax Free ფორმის გამოშვებისას.
ქალაქის VIP ლაუნჯებით სარგებლობის წესები:
სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია Global Blue-ს აპლიკაციაში წევრობაზე (App Store/Google Play).
წარუდგინეთ თქვენი Mastercard World Elite ბარათი ლაუნჯის პერსონალს.
ბარათის მფლობელს შეუძლია ჰყავდეს მაქსიმუმ 4 თანმხლები პირი, რათა ისარგებლონ ლაუნჯის უპირატესობებით და მიიღონ გადასახადის ანაზღაურება.
ქალაქის VIP ლაუნჯები ხელმისაწვდომია შემდეგ ქალაქებში:
პარიზი, მილანი, ფლორენცია, რომი, ბარსელონა, მადრიდი და მარბელა.
აეროპორტის Fast Lanes-ით სარგებლობის წესები:
სავალდებულოა გაიაროთ რეგისტრაცია Global Blue-ს აპლიკაციაში წევრობაზე (App Store/Google Play).
წარუდგინეთ თქვენი Mastercard World Elite ბარათი აეროპორტის VIP ხაზის პერსონალს.
ბარათის მფლობელს შეუძლია ჰყავდეს მაქსიმუმ 4 თანმხლები პირი, რათა მიიღონ გადასახადის ანაზღაურება VIP სწრაფ ხაზებზე.
Global Blue-ს VIP Fast Lane-ი ხელმისაწვდომია შემდეგი ქალაქების აეროპორტებში:
მილანი (Malpensa) და რომი (Fiumicino).
შეთავაზება ძალაშია 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
Mastercard World Elite ბარათის შეკვეთა/განახლება შესაძლებელია პირადი ბანკირის, მობაილბანკის ან კონცეპტ ცენტრის მეშვეობით *2700.