შენთვის, როგორც სკოლის მოსწავლისთვის, მობაილბანკში სპეციალური შეთავაზებები მოვამზადეთ.
ყოველი კვირის მანძილზე, ხმა მიეცი შენთვის სასურველ შეთავაზებას, ყველაზე მეტი ხმის დაგროვების შემთხვევაში, შენ და შენი მეგობრები შეძლებთ შაბათ-კვირას დაიბრუნოთ თანხა გამარჯვებულ ობიექტში.
ყოველ ორშაბათს გამოქვეყნდება ოთხი სხვადასხვა შეთავაზება, რომლებიდანაც ხმის მიცემის გზით გამოვლინდება კვირის გამარჯვებული. გამარჯვებულია ის ობიექტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.
ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, შემოდი მობაილბანკში, ხმა მიეცი შენს საყვარელ ობიექტს და დაელოდე გამარჯვებულის გამოვლენას.
ხმის მიცემაში მონაწილეობა შეუძლია თიბისი ბანკის კლიენტად რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს (შემდგომში „მომხმარებელი“).
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ყოველკვირეულ ხმის მიცემაში, გაეცნონ შესაძლო შეთავაზებებს თიბისი ბანკის მობაილბანკში და ხმა მისცენ მათთვის სასურველ შეთავაზებას/ობიექტს.
ობიექტები შესაძლებელია შეიცვალოს ყოველკვირეულად.
ხმის მიცემა დაიწყება ყოველკვირეულად ორშაბათს 00:00 საათზე და დასრულდება ამავე კვირის ხუთშაბათს 00:00 საათზე.
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ხმის მიცემის დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეცვალოს ობიექტი შეუზღუდავად.
ობიექტი, რომელიც ხმის მიცემის დასრულების შემდეგ მიიღებს ყველაზე მეტ ხმას გამოცხადდება გამარჯვებულად.
კვირის ბოლოს (შაბათი, კვირა), მომხმარებლები, როლებმაც ხმა მისცეს გამარჯვებულ ობიექტს, შეძლებენ ისარგებლონ აღნიშნული ობიექტის შეთავაზებით.
წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული კამპანია გაგრძელდება არაუგვიანეს 2025 წლის ბოლომდე.
ბანკი უფლებას იტოვებს შეთავაზება არ გაუვრცელოს იმ პირებს, ან ამორთოს პროექტიდან ვის მიერ განხორციელებული ხმის მიცემის პროცედურაც იქნება საეჭვო.