გაანაღდე გზავნილი და დასაჩუქრდი ფულადი პრიზებით

ყოველდღიური პრიზი - 1000 ლარი
სუპერ პრიზი - 15 000 ლარი
შეთავაზების პირობები:
კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე სრულწლოვან ფიზიკურ პირს; ფულადი გზავნილის ოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 100 ერთეულს (ლარი/ აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი); კამპანიაში მონაწილეობს თიბისი ბანკში არსებული ფულადი გზავნილების ყველა სისტემა; სუპერ პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა, მომხმარებელმა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში ორივე თვეში, როგორც ნოემბერში, ასევე დეკემბერში, გაანაღდოს ერთი გზავნილი მაინც - მინიმუმ 100 (ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი) ერთეულის ოდენობის.
მომხმარებლის ინფორმირება გამარჯვების შემთხვევაში:
საჩუქრის დარიცხვა მოხდება გზავნილის განაღდებიდან 5 სამუშაო დღეში; საჩუქრის დარიცხვის შემდეგ მომხმარებელი მიიღებს საინფორმაციო SMS-ს; კამპანიის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 31 დეკემბრისა, გამოვლინდება სუპერ პრიზის გამარჯვებული, რომელიც იმავე დღეს დასაჩუქდება 15 000 ლარით ერთგულ ყულაბაში.
დამატებითი პირობები:
საჩუქარი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს; საჩუქარი გაიცემა მხოლოდ წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ფორმით; გამარჯვებულს მიღებული თანხა დაერიცხება ერთგულ ყულაბაში; ერთგული ყულაბიდან თანხის გადატანა შესაძლებელია სასურველ ანგარიშზე; თუკი მომხმარებლების ტრანზაქციების რაოდენობა თანაბარი იქნება, გაიმარჯვებს ის მომხმარებელი, ვის მიერაც განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობა იქნება მეტი.

