16 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, გაანაღდე ფულადი გზავნილი ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით და მიიღე საჩუქრები:
გამარჯვებული ყოველდღე – 16 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, ყოველდღიურად 500 ლარს ერთგულ ყულაბაში მიიღებს ის მომხმარებელი, ვინც დღის განმავლობაში თიბისის მობაილბანკში შესრულებულ გზავნილებს შორის მე-500 განაღდებას შეასრულებს.
სუპერ პრიზის გამარჯვებული - ყველაზე აქტიური მომხმარებელი,
ვინც კამპანიის პერიოდში (16 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით) რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს, გამოცხადდება გამარჯვებულად და საჩუქრად გადაეცემა 5000 ლარი ერთგულ ყულაბაში.
შეთავაზების პირობები:
აქციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე სრულწლოვან ფიზიკურ პირს;
ფულადი გზავნილის ოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 100 ერთეულს (ლარი/ აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი);
აქციაში მონაწილეობს თიბისი ბანკში არსებული ფულადი გზავნილების ყველა სისტემა;
სუპერ პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა მომხმარებელმა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში გაანაღდოს ერთი გზავნილი მაინც - მინიმუმ 100 (ლარი, აშშ დოლარი, ევრო, ფუნტი) ერთეულის ოდენობის;
მომხმარებლის ინფორმირება გამარჯვების შემთხვევაში:
საჩუქრის დარიცხვა მოხდება გზავნილის განაღდებიდან 5 სამუშაო დღეში;
საჩუქრის დარიცხვის შემდეგ მომხმარებელი მიიღებს საინფორმაციო სმს-ს;
აქციის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 20 აპრილისა, გამოვლინდება სუპერ პრიზის გამარჯვებული, რომელიც დასაჩუქრდება 5000 ლარით ერთგულ ყულაბაში.
დამატებითი პირობები:
საჩუქარი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს;
საჩუქარი გაიცემა მხოლოდ წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ფორმით;
გამარჯვებულს მიღებული თანხა დაერიცხება ერთგულის ყულაბაში;
ერთგული ყულაბიდან თანხის გადატანა შესაძლებელია სასურველ ანგარიშზე;
თუკი მომხმარებლების ტრანზაქციების რაოდენობა თანაბარი იქნება, გაიმარჯვებს ის მომხმარებელი, ვის მიერ განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობა იქნება მეტი;
საეჭვო ტრანზაქციების შემთხვევაში, ან სხვა ობიექტური გარემობების არსებობისას, ბანკი უფლებამოსილია არ გასცეს კამპანიით განსაზღვრული საჩუქარი.