globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

აზიური და ქართული გემოების ბალანსი „ბანგკოკში“

15 აპრ. 2025
ბანგკოკი-ქავერი

9 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე აზიური სამზარეულოს რესტორანი „ბანგკოკი“ გამოჩნდა, რომელსაც ქართულ გემოებთან ადაპტირებული მენიუ გამოარჩევს. ერთი მხრივ, მიზანი აზიური კერძების პოპულარიზაცია იყო; მეორე მხრივ კი, დამფუძნებელს — ზურაბ ჯიშიაშვილს და ირაკლი პიტიურს — სურდათ, თითოეული მათგანის არომატი ჩვენს რეცეპტორებთან ბალანსში ყოფილიყო. ამასთან, დღეისათვის საქართველოს ბაზარზე, ბანგკოკი ერთ-ერთი პირველი აზიური სწრაფი კვების ქსელია, რომელიც იაპონურ, ტაილანდურ და ჩინურ სამზარეულოებს აერთიანებს.

„„ბანგკოკი“ ქართულ გემოებთან მაქსიმალურად ადაპტირებული სარესტორნო ქსელია. ასევე, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქციაა — მხოლოდ ჯანსაღ და ახალ პროდუქტებს ვიყენებთ. დიდ ყურადღებას ვუთმობთ სოუსების არომატებსაც, რომლებსაც თავად ვამზადებთ. ამავდროულად, „ბანგკოკის“ მენიუს მრავალფეროვნებაც გამოარჩევს — გარდა ატრიისა და სუშისა, გვაქვს ჯანსაღი მიმართულებაც“, — აღნიშნავს „ბანგკოკის“ მენეჯერი, მაგდა მაკარაძე.

ამასთან, როგორც მაგდა ამბობს, „ბანგკოკის“ მისიაა, არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდეს და სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეს. „კონცეფციაზეც რომ ვისაუბროთ, ერთ მარტივ ფორმულას მივყვებით — შეკვეთების რაოდენობის ზრდა არ უნდა აისახოს ხარისხის დონეზე. ვინაიდან ნიშური სამზარეულო არ გვაქვს, ერთადერთი, რაც მუდმივად უნდა შევინარჩუნოთ, მაღალი ხარისხი და ზუსტად დაბალანსებული გემოებია. გარდა ამისა, გვინდა მუდმივად განვავითაროთ მენიუ და რაც შეიძლება ფართო სეგმენტზე გავიდეთ, რათა მეტი ადამიანის გემოვნური თვისებები დავაკმაყოფილოთ“.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბიზნესის განვითარებას გარკვეული ფინანსური ხელშეწყობა სჭირდება. სწორედ აქ იკვეთება თიბისის როლი… ვინაიდან აზიური რესტორნების უდიდესი ნაწილი ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციას იყენებს, ხარჯი საკმაოდ დიდი, ხოლო მომგებიანობის მარჟა დაბალია. „ბანკის დახმარების გარეშე, ვერ შეძლებ გაფართოებას. ჩვენს შემთხვევაში კი, ამ როლს თიბისი ითავსებს — მცირე ბიზნესად ჩამოყალიბების პერიოდიდან დღემდე, ნებისმიერ წამოწყებაში მოგვყვებიან. სამომავლოდ საწყობისა და საწარმოს მშენებლობასაც ვგეგმავთ — თიბისის მხარდაჭერის გარეშე კი, ამას ნამდვილად ვერ მოვახერხებდით. ბუნებრივია, გარკვეული თანხა არ გვაქვს გადანახული ახალი იდეების განსახორციელებლად, ამაში მუდმივად ბანკის იმედი გვაქვს“, — განმარტავს მაგდა მაკარაძე.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, „ბანგკოკის“ კიდევ უფრო განვითარებასა და მისი მასშტაბების ზრდას დაველოდოთ. როგორც მაგდა აღნიშნავს, ეს სარესტორნო ქსელი არა დიდი ფინანსებით, არამედ დაუღალავი შრომით შეიქმნა და დღემდე ასე აგრძელებს ზრდას.

15 აპრ. 2025