შეთავაზება საერთაშორისო ელ. კომერციაში გადახდებზე

Visa
შეთავაზებაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ის მომხმარებლები, ვინც 28 აპრილი - 15 მაისის პერიოდში შეიძენენ Miles&Smiles თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათს და ამავე პერიოდში განახორციელებენ შეთავაზებით გათვალისწინებულ ტრანზაქციებს; ქეშბექის მისაღებად, გადახდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ონლაინ, საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე, მაგალითად: ავიახაზების, სასტუმროს, შოპინგის კატეგორიების და სხვა პროდუქტის/სერვისის შეძენასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ვებგვერდებზე ან მობილურ აპლიკაციებში; შეთავაზების პერიოდში, შესაძლებელია რამდენიმე ტრანზაქციის მეშვეობით ჯამურად მინ. 500 ლარის ექვივალეტის გადახდა, რის შემდეგაც ერთი მომხმარებელი დაიბრუნებს 200 ლარს ერთჯერადად; გადახდილი თანხის პროგრესის დაანგარიშება მოხდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტში არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით; შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია სხვა აქციებთან და ფასდაკლებებთან ერთად; აქციით მიღებული თანხა დაირიცხება ჯამში 500 ლარის ექვივალენტის გადახდიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში, ერთგულ ყულაბაში. ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე და მისი განკარგვა ხდება ნებისმიერი მიზნობრიობით; შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay/Google Pay გადახდისას; შეთავაზება არ ვრცელდება შემდეგ კატეგორიებში გადახდისას: სახელმწიფო სერვისები, აზარტული თამაშები, კომუნალური გადახდები, ფინანსური ოპერაციები, სხვა სახის ოპერაციები, რომელიც არაა დაკავშირებული პროდუქტის/სერვისის შეძენასთან.

