წამახალისებელი კამპანია განვადების გაცემისთვის:
მიმდინარეობის პერიოდი: 2025 წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
წამახალისებელი კამპანია ვრცელდება უშუალოდ სავაჭრო/მომსახურების ობიექტ(ებ)ზე გაცემულ განვადებებზე (არ მონაწილეობს ონლაინ განვადება და განაწილებით გადახდა).
კომპანიის თანამშრომელი მიიღებს 100 (ასი) ლარის ოდენობის პრიზს, წამახალისებელი კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში ყოველი მე-10 განვადების გაცემაზე;
დამატებითი პირობები:
განვადების გაცემიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 1 (ერთი) თვე და განვადება არ უნდა იყოს გაუქმებული.
გამარჯვებულს შესაბამისი თანხა ჩაერიცხება თიბისი-ს ერთგული ლარების ანგარიშზე, წამახალისებელი კამპანიის დასრულების თარიღიდან 1 (ერთი) თვის შემდეგ.