რივერ პარკი მრავალფუნქციური უბანია დიღომი 8-ში, რომელიც მდინარე მტკვრის პირას, 30 000 მ²-ზეა გაშლილი და უნიკალურ მიკროკლიმატურ ზონაში მდებარეობს.
პროექტი დაბალი, 4-სართულიანი შენობებითა და ასევე დაბალი განაშენიანების გენერალური გეგმით გამოირჩევა, რაც თავის მხრივ მეტ სივრცესა და ჯანსაღ გარემოს გულისხმობს.
პროექტს გამოარჩევს გამწვანებული და კეთილმოწყობილი სახურავები, რაც საკმაოდ დიდი იშვიათობაა თბილისში. 1 ჰა-ზე გაშლილი დამატებითი სივრცეები მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გაასეირნონ ბავშვი, შინაური ცხოველები ან დაგეგმონ გასართობი აქტივობები ახალ მეზობლებთან ერთად.
ტერიტორიაზე მოეწყობა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა: პარკები, სასეირნო და ველობილიკები, საბავშვო გასართობი სივრცეები, რეკრეაციული ზონები, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი და სხვ.