გაანაღდე ფულადი გზავნილი ინტერნეტ ან მობაილ ბანკში და დასაჩუქრდი

landing geo@2x-100

1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, გაანაღდე ფულადი გზავნილი ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით და მიიღე საჩუქრები:

  • გამარჯვებული ყოველდღე – 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად 500 ლარს მიიღებს ის მომხმარებელი, ვინც დღის განმავლობაში მთლიანად თიბისი ბანკში შესრულებულ გზავნილებს შორის მე-500 განაღდებას შეასრულებს.

  • სუპერ პრიზის გამარჯვებული-3 ყველაზე აქტიური მომხმარებელი, ვინც ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს აქციის პერიოდში მოიგებს ორკაციან საგზურს იტალიაში, კერძოდ რომისა და ამალფის მიმართულებით;

შეთავაზების პირობები:

  • აქციაში მონაწილეობა შეუძლია რეზიდენტ/არარეზიდენტ, სრულწლოვან ფიზიკურ პირს;

  • ფულადი გზავნილის ოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 100 ერთეულს (ლარი/ აშშ დოლარი/ევრო);

  • აქციაში მონაწილეობს თიბისი ბანკში არსებული ფულადი გზავნილების ყველა სისტემა;

  • სუპერ პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა მომხმარებელმა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში ყოველთვიურად, გაანაღდოს ერთი გზავნილი მაინც-მინიმუმ 100 (ლარი, აშშ დოლარი, ევრო) ერთეულის ოდენობის;

მომხმარებლისთვის გამარჯვების ინფორმირება:

  • საჩუქრის დარიცხვა მოხდება გზავნილის განაღდებიდან 5 სამუშაო დღეში;

  • საჩუქრის დარიცხვის შემდეგ მომხმარებელი მიიღებს საინფორმაციო სმს-ს;

  • აქციის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა, გამოვლინდება სუპერ პრიზის სამი გამარჯვებული, რომლებიც დასაჩუქრდებიან ორკაციანი საგზურით იტალიის, კერძოდ რომი/ამალფის მიმართულებით.

დამატებითი პირობები:

  • საჩუქარი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აკმაყოფილებს წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს;

  • საჩუქარი გაიცემა მხოლოდ წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ფორმით;

  • გამარჯვებულს მიღებული თანხა დაერიცხება ერთგულის ყულაბაში;

  • ერთგული ყულაბიდან თანხის გადატანა შესაძლებელია სასურველ ანგარიშზე;

  • თუკი ტრანზაქციების რაოდენობა გათანაბრდება, გამარჯვებულად გამოცხადდება ის მომხმარებელი, ვის მიერ განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობა იქნება მეტი;

  • ბანკი იტოვებს უფლებას, არ გამოაცხადოს გამარჯვებულად საეჭვო ტრანზაქციების განმახოციელებელი პირი.