სასწავლო კურსის ფარგლებში ისწავლი, როგორ უნდა გამოიყენო ციფრული არხები და ინსტრუმენტები, მართო სოციალური მედია, შექმნა მიმზიდველი კონტენტი და გააანალიზო შენი წარმატება ციფრულ სამყაროში.
რა არის კურსის მიზანი?
კურსის მიზანია წარმოდგენა შეგიქმნას თუ როგორ შეიცვალა ბიზნეს მიდგომები, მარკეტინგი, კომუნიკაცია; როგორ გაჩნდა ახალი პროფესიები და რატომ არის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის ციფრული მარკეტინგი.
ვისთვისაა კურსი?
თუ გაინტერესებს ზოგადად მარკეტინგი და კომუნიკაციის სფერო, თვალს ადევნებ მიმდინარე ტრენდებს და აქტიურად იყენებ სოციალური მედიის არხებს, მაშინ ეს კურსი შენთვისაა.
რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?
კურსის დასრულების შემდეგ გეცოდინება სოციალური მედიის მართვა, ეფექტური კონტენტის შექმნა, ციფრული რეკლამის დაგეგმვა და შედეგების ანალიზი.
- check-circle-filled ციფრული მარკეტინგის ექსპერტი და სტრატეგი
- check-circle-filled 20-ზე მეტი ბრენდის კონსულტანტი