თიბისის მოსწავლის ბარათის შეკვეთა მშობლებს ახალა უკვე თავიანთი მობაილბანკიდან შეეძლებათ. ბარათის შეკვეთისთვის არ არის საჭირო არანაირი დოკუმენტაცია და შესაძლებელია სულ რაღაც 1 წუთში.
მშობელმა თავისი მობაილბანკიდან უნდა შექმნას ბავშვის სივრცე და შეუკვეთოს ბარათი. საჭიროა:
ბავშვის პირადი ნომრის შეყვანა
ბავშვის დაბადების თარიღის შეყვანა
ბავშვის ტელეფონის ნომრის შეყვანა
დიზაინის არჩევა
გატანის ფილიალის მითითება
პროცესის დასრულების შემდეგ, ბავშვს შეგიძლიათ გაუზიაროთ მობაილბანკის ლინკი, რომლის საშუალებითაც ის თავისი ტელეფონის ნომრით შეძლებს შევიდეს მობაილბანკში. ბარათის ციფრული ვერსიის დამატება მაშინვე შესაძლებელია ელექტრონულ საფულეში, ფიზიკური ვერსია კი მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის ვადაში მზადდება და მითითებულ ფილიალში დაგხვდებათ.
მოსწავლის ბარათი პირველი ნაბიჯია ბავშვის ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. ის შეძლებს გამოიყენოს გადახდის უსაფრთხო ალტერნატივა ბარათის სახით, შეამოწმოს თავისი ბალანსი მობაილბანკში, შეივსოს მობილური ტელეფონის ბალანსი და დაათვალიეროს მისთვის შექმნილი შეთავაზებები, რათა მიეჩვიოს თანხის დაზოგვას და დაგროვებას.
მშობელს შეუძლია აკონტროლოს შვილის ბარათი და ტრანზაქციები თავისი მობაილბანკიდან, დაუწესოს დღიური ხარჯვის ლიმიტები და ა.შ.