თიბისი IT აკადემიაში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღე განსხვავებული ფორმატის AI Meet-up-ით აღინიშნა, რომელმაც 100-მდე წარმატებული კურსდამთავრებული გააერთიანა. ღონისძიება თიბისი IT აკადემიისა და Data & AI გუნდის კოლაბორაციით შედგა, რამაც ცოდნის გაზიარებისა და პრაქტიკული ექსპერიმენტებისთვის საუკეთესო პლატფორმა შექმნა.
შეხვედრა დინამიკური Spark Talks-ებით გაიხსნა. თიბისის წამყვანმა ტექ. ექსპერტებმა მონაწილეებს AI-ს ყოველდღიური გამოყენების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარეს. დისკუსია მოიცავდა ყველაფერს: მონაცემთა დამუშავების რთულ პროცესებს, Generative AI-სთან ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკებსა და „პრომპტ ინჟინერიის“ საფუძვლებს.
შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქციულ Dilemma Game-ს დაეთმო. სტუდენტებმა გუნდურად იმუშავეს რეალურ ბიზნეს-ქეისებზე, სადაც AI სისტემების დანერგვისას წარმოქმნილი რისკები და ეთიკური დილემები გააანალიზეს. ამგვარმა ფორმატმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, უშუალო კავშირი დაემყარებინათ ინდუსტრიის ლიდერებთან და მიეღოთ გამოცდილება, რომელიც სცილდება სტანდარტულ სასწავლო პროგრამებს.
თიბისისთვის AI არის ყოველდღიურობა და ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა. 2014 წლიდან დღემდე, კომპანია მუდმივად ნერგავს ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც ფუნდამენტურად ცვლის მომხმარებლის გამოცდილებას. მსგავსი ინიციატივებით კი IT აკადემია აგრძელებს მომავალი AI პროფესიონალების მხარდაჭერას, აძლევს მათ საჭირო ინსტრუმენტებსა და მოტივაციას: თავად გახდნენ ინოვაციების ავტორები ციფრულ სამყაროში.