globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

თიბისის TechXplore ჰაკათონი

25 მარ. 2026
blog cover

თიბისი IT აკადემიის ფარგლებში, სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებულია პრაქტიკულ პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ელემენტები.

სწორედ ამ იდეიდან დაიბადა TechXplore ჰაკათონი — სივრცე, სადაც მონაწილეები ღებულობენ გუნდურ გამოცდილებას. აქ მონაწილეები არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას ცდიან, არამედ სწავლობენ ერთმანეთთან მუშაობას, იდეების განვითარებას და როლების განაწილებას.

წელს უკვე მეოთხედ გაიმართა კიდევ უფრო მასშტაბური TechXplore, რომლის ფარგლებშიც 150-ზე მეტი მონაწილე - სტუდენტები, მენტორები, Agile ქოუჩები და თიბისი ტექის წარმომადგენლები, ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდნენ: შექმნან, ისწავლონ/ასწავლონ და გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები.

TechXplore კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლით გამოირჩეოდა - ღონისძიების პარტნიორი იყო Founders Institute, რომლის დირექტორმაც, Ivaylo Ivanov, მონაწილეებისთვის საინტერესო მასტერკლასი ჩაატარა თემაზე “5 Steps of Enterprenership” და ასევე აქტიურად იყო ჩართული როგორც მენტორი და ჟიურის წევრი. მისი ჩართულობა მონაწილეებს დაეხმარა, იდეებზე განსხვავებული კუთხით შეეხედათ - არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტების, არამედ მათი რეალური ღირებულებისა და პოტენციური გავლენის ჭრილშიც.

ღონისძიების თემა იყო Digital Banking, სადაც დემო დღეს, 14 გუნდის განსხვავებული და ინოვაციური იდეები გაჟღერდა. თითოეული გუნდი აერთიანებდა 5 სხვადასხვა კომპეტენციას, განსხვავებულ ხედვებსა და გადაწყვეტებს.

ამ პროცესში მთავარი მხოლოდ საბოლოო შედეგი არ ყოფილა.

მთავარი იყო ის, თუ როგორ იქცა უცნობი ადამიანების ჯგუფი გუნდად - როგორ ისწავლეს ერთად მუშაობა და როგორ განავითარეს იდეები, დროის, რესურსებისა და გამოწვევების მიუხედავად.

TechXplore კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ როცა ადამიანები ერთიანდებიან, იდეებს აზიარებენ და ერთად მუშაობენ - რამდენიმე დღეც კი საკმარისია, რომ რეალურად მნიშვნელოვანი შედეგი დადგეს.

25 მარ. 2026