AWS GameDay-ის მასპინძლობა საქართველოში DevOps კულტურის ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ მიზნით, თიბისი IT აკადემიამ, Amazon Web Services-თან (AWS) პარტნიორობით, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა.
AWS GameDay მსოფლიოში აღიარებული ინტერაქციული შეჯიბრია, რომელიც მონაწილეებს გეიმიფიცირებულ გარემოს უქმნის რეალური ტექნოლოგიური გამოწვევების გადასაჭრელად. ღონისძიების განმავლობაში, გუნდები მუშაობდნენ AWS ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციაზე, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების კომპლექსურ ამოცანებსა და პრაქტიკულ ქეისებზე.
სამუშაო პროცესს მენტორობას უწევდნენ AWS-ის საერთაშორისო ინჟინრები და თიბისის წამყვანი DevOps სპეციალისტები. ეს ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნა უშუალოდ პრაქტიკაში გამოსცადონ და მიიღონ საერთაშორისო სტანდარტებს დაფუძნებული გამოცდილება.
აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ თიბისი აქტიურად უჭერს მხარს ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ პროგრესს. მსგავსი მასშტაბური პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი ტექნოლოგიური საზოგადოების გაძლიერებას, პროფესიული ქსელის გაფართოებას და მომავალი თაობის ტექ-სპეციალისტების მომზადებას.
ინოვაციებისა და მომავალი თაობის მხარდაჭერა თიბისის მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, თიბისი IT აკადემია და Amazon Web Services კვლავაც აგრძელებენ თანამშრომლობას. პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება არაერთი საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროექტი, რაც მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებასა და გაძლიერებას.