globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

“საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა”-შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის

18 სექ. 2025
gamopena-8-9-oct-1110x400

ბოლო წლებში უზბეკეთი ინვესტორებისთვის მიზიდულობის ცენტრად იქცა. ენერგორესურსებით მდიდარი 38 მილიონიანი ქვეყენა, სადაც მოსახლეობის 60 % - ზე მეტი ახალგაზრდაა, ბუნებრივად განაპირობებს მომსახურებაზე, სამომხმარებლო პროდუქტებსა თუ თანამედროვე ტექნოლოგიებზე მოთხოვნას.

ეკონომიკური რეფორმებითა და საგადასახადო შეღავათების დაწესებით ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა რეგიონული ჰაბი გახდა, სადაც მასშტაბური პროექტები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება.

ამ ბაზრის პოტენციალი კარგად დაინახა გაყიდვების ასოციაციამ. პლატფორმა, რომელიც 100-ზე მეტ წევრს აერთიანებს, 8-9 ოქტომბერს ტაშკენტში კონფერენციას მართავს სახელწოდებით “საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა”

“გაყიდვების ასოციაციის გუნდმა მასშტაბური გამოფენისთვის მზადება 6 თვის წინ დავიწყეთ და კონცეფციაში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. ღონისძიება რამდენიმე აქტივობისგან შედგება და სხვადასხვა ფორმატის დახურულ შეხვედრას მოიცავს. ღონისძიებაში 46 კომპანიის წარმომადგენელი, ჯამში კი საქართველოდან 200-მდე ვიზიტორი მონაწილეობს. მათ საშუალება ექნებათ პირდაპირი შეხება ჰქონდეთ უზბეკეთის წამყვან სტეიკჰოლდერებთან. კონფერენციის მეორე დღეს ჩატარდება გამოფენა, სადაც დაახლოებით 4000 სტუმარს ველით. შესაბამისად, ქართულ ბიზნესს ნამდვილად ეძლევა უნიკალური შანსი დამკვიდრდეს უზბეკეთის ბაზარზე. მით უფრო, როდესაც ქართული პროდუქტისა თუ სერვისისადმი ინტერესი და ნდობა ნამდვილად არსებობს.”- აღნიშნავს Sales Association - ის პრეზიდენტი დავით ჩიკვაიძე.

ბრენდი, რომელიც ქართულ კომპანიებს ამ ნდობასა და გამოცდილებას ახვედრებს, თიბისია. მან 2018 წელს უზბეკეთის უმსხვილესი ციფრული გადახდის პლატფორმა შეიძინა და 5 წლის თავზე 20 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

კონფერენციის მთავარი მხარდამჭერიც თიბისია და ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება მის მისიას: იყოს ბიზნესის მხარდამჭერი მათი განვითარების ყველა ეტაპზე.

“ეს მხარდაჭერა კომპანიებისთვის ნიშნავს რეალურ შესაძლებლობას, უცხო ბაზარზე პირველი ნაბიჯები გაცილებით მარტივად და უსაფრთხოდ გადადგან. თიბისი მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ გააფართოვონ პოტენციურ პარტნიორთა წრე- დამყარონ კავშირები, გაიგონ ბაზრის სპეციფიკა და მოახდინონ სწორი პოზიციონირება ახალ გარემოში. პარალელურად, ბანკი განიხილავს საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ მხარდაჭერასაც, რაც ბიზნესს აძლევს საშუალებას, საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად გარდაქმნან და ოპერირება თავდაჯერებულად დაიწყონ. მსგავსი ინიციატივები, როგორიცაა საქართველო-უზბეკეთის აბრეშუმის გზა, საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის კომპანიებისთვის , რომ შეხვდნენ ადგილობრივ ბიზნესებს, გამართოთ B2B შეხვედრები , გაეცნონ უზბეკურ ბაზარს და ოპერირება მეტი ცოდნით დათავდაჯერებულობით დაიწყონ.”- გვიხსნის ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტის მართვის ლიგის ლიდერი.

კონფერენციის სახელწოდებაც არ არის შემთხვევითი. უზბეკეთი აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მთავარ ქვეყანას წარმოადგენს, რადგან ისტორიულად სწორედ მისი ქალაქები იყვნენ ამ გლობალური სავაჭრო დერეფნის საკვანძო პუნქტები.

ქართული კომპანიებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქვეყანაში ბაზრის სიმცირეა. კონფერენცია მათთვის რეალურ შესაძლებლობებს ქმნის, მით უმეტეს როდესაც უზბეკეთში უცხოელი ინვესტორებისთვის ბევრი საშეღავათო პროგრამა არსებობს.

“ინვესტორებისთვის საინტერესო ინსტრუმენტს წარმოადგენს „Zero-Risk“ პროგრამაც, რომელიც ამცირებს რეგისტრაციისა და ოპერირებისას დაკავშირებულ რისკებს და უზრუნველყოფს სტაბილურ გარემოს. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით ხელსაყრელია იმ ქართულ კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ ახალი ბაზრის ათვისება მინიმალური ბიუროკრატიული სირთულეებითა და პროგნოზირებადი პირობებით.”- ამბობს სევარა ხიდოატოვა, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმძღვანელი, IT Park Uzbekistan. რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერია.

მისი თქმით, საბანკო სერვისებში იზრდება მოთხოვნა თანამედროვე, მომხმარებელზე მორგებულ ციფრულ პროდუქტებზე, რაც უცხოელ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას ბაზარზე შემოიტანონ საკუთარი გამოცდილება.

ღონისძიების სპიკერები დამსწრეებს ყველა იმ ნიუანსსა და შესაძლებლობას გაუზიარებენ, რომელიც უზბეკეთის ბაზარზე არსებობს. დეტალურ ინფორმაციას კონფერენციისა და მასში მონაწილეობის შესახებ ამ ვებ-გვერდზე გაეცნობით. https://www.salesassociation.ge/

18 სექ. 2025