globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

გრძელვადიანი ინვესტირება კრიპტოში – რა უნდა იცოდე?

8 მაი. 2026
invest in crypto cover

საინვესტიციო სამყაროში კრიპტო სწრაფ გამდიდრებასთან, მაღალ რისკებთან და მერყეობასთან ასოცირდება, თუმცა სწორი მიდგომით, ის შეიძლება გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიის ნაწილიც გახდეს.

რომელია სწორი სტრატეგია?

კრიპტოში ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა დანახარჯების საშუალო განაწილებაა, რომელიც Dollar Cost Averaging (DCA) მეთოდის სახელით არის ცნობილი. ეს მიდგომა თანხის რეგულარულ ინვესტირებას გულისხმობს, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობა იქნება ბაზარზე მოცემულ მომენტში.

მაგალითად, შეგიძლია ყოველი თვის დასაწყისში 100 დოლარის ბიტკოინი იყიდო. მართალია, ბიტკოინის ფასი ზოგჯერ იზრდება და ზოგჯერ მცირდება, თუმცა DCA სტრატეგია კრიპტოაქტივის საშუალო ფასად შესყიდვის საშუალებას გაძლევს.

ეს ტაქტიკა საბაზრო პიკის პერიოდში დიდი ინვესტიციის ჩადებისგან და დაღმასვლის პერიოდში აქტივის ზარალზე გაყიდვის ცდუნებისგან გიცავს, რადგან მიზანი არა ფასის მოკლევადიანად გამოცნობა, არამედ პორტფელის გრძელვადიანად გაზრდაა.

ამ სტრატეგიის მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივეა. ის ემოციურ გადაწყვეტილებებს თავიდან აგარიდებს და ინვესტირების პროცესს თითქმის ავტომატურად აქცევს.

რა არის პორტფელის დივერსიფიკაცია?

პორტფელის დივერსიფიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც თანხის რამდენიმე აქტივზე გადანაწილებას გულისხმობს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი კონკრეტული პროექტის წარუმატებლობით გამოწვეული რისკები.

კაპიტალის განაწილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შედარებით ახალ კრიპტოაქტივებთან, რომელთა ღირებულება უფრო მერყევია, რისკები კი – მაღალი.

როგორი უნდა იყოს პორტფელის განაწილება?

გონივრულად შედგენილ პორტფელში უდიდესი წილი ბიტკოინს ეთმობა, რომელიც ისტორიულად ყველაზე გამოცდილი აქტივია და ინსტიტუციონალური ნდობით სარგებლობს.

პორტფელში შედარებით ნაკლები წილი შეიძლება დაეთმოს ეთერიუმს, სოლანას, ADA-ს ან XRP-ს, ანუ იმ კოინებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია პოზიციებს მყარად ინარჩუნებენ და ინვესტორთა შორის ნდობით სარგებლობენ.

საბოლოოდ, პორტფელის 5-10%-ზე ნაკლები შეგიძლია დაუთმო მცირე ზომის ალტკოინებს, რომელთა მიმართ რისკის დონე შედარებით მაღალია.

რატომ უნდა ჩადო ინვესტიცია კრიპტოში?

გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალურად წარმოდგენილ საინვესტიციო აქტივებს შორის ბიტკოინის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს, თუმცა მოკლე ვადაში ის მაღალი მერყეობით გამოირჩევა.

სწორედ ამიტომ, საუკეთესო სტრატეგია გრძელ ვადაზე ფოკუსირება და თანხის დაბანდების პროცესის ავტომატიზაციაა.

დაიწყე კრიპტოში ინვესტირება პირდაპირ თიბისის მობაილბანკში – სწრაფად, დაცულად და მარტივად!

8 მაი. 2026