წარმოიდგინე ციფრული ფული, რომელიც კრიპტოვალუტასავით სწრაფი და მოსახერხებელია, მაგრამ სანდო, არამერყევი და სტაბილური. სწორედ ესაა სტეიბლკოინი — ციფრული ვალუტა, რომლის ფასი მუდმივად უცვლელია. ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, უმეტესწილად, საინვესტიციოდ გამოიყენება, რის გამოც ვალუტების ფასი ხშირად იცვლება. არადა, თუ კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურობაში გვინდა, ის აუცილებლად მყარი უნდა იყოს, როგორც, მაგალითად, დოლარი, ან ევრო.
სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა სტაბილური კრიპტოვალუტები, იგივე სტეიბლკოინები. სტეიბლკოინები სხვადასხვანაირია, მაგრამ თითქმის ყველა ტრადიციულ ფინანსურ აქტივზეა მიბმული. ხშირად, სტეიბლკოინის ღირებულება ამერიკულ დოლარს, ევროს ან ძვირფას ლითონებს ემყარება, ხოლო კომპანიები, რომლებიც ამ ვალუტებს უშვებენ, უზრუნველყოფენ, რომ საცავებში სწორედ იმდენივე დოლარი შეინახონ, რამდენ მონეტასაც გამოსცემენ. ამიტომაცაა, რომ 1 USDT ყველგან და ყოველთვის $1-ის ტოლია.
რეალურად, სტეიბლკოინი ის ვალუტაა, რომელსაც ციფრულ სამყაროში ყველაზე ხშირად იყენებენ, უმეტესწილად გადარიცხვებისთვის და გზავნილებისთვის. ტრადიციული საშუალებებით საზღვარგარეთ თანხის გაგზავნას დრო სჭირდება და თან, კომპანიების მაღალი საკომისიოები აქვთ. სტეიბლკოინების დახმარებით კი, ფულის გადარიცხვა წამებში შეგვიძლია და თან, ფაქტობრივად უფასოდ. ეს პროცესი ისეთივე მარტივი და იაფია, როგორც მეგობრისთვის შეტყობინების გაგზავნა.
სტეიბლკოინები ასევე გამოიყენება სხვა კრიპტოს, მაგალითად ბიტკოინის შესაძენად. ბირჟებზე ვალუტის ყიდვა ჩვეულებრივი საბანკო ბარათებით რთული და ძვირია, ამიტომაც მომხმარებლები სტეიბლკოინებს იყენებენ. თავდაპირველად სტეიბლკოინს ყიდულობ, შემდეგ კი მას ბიტკოინში, ეთერიუმში თუ ნებისმიერ სხვა სასურველ ვალუტაში ცვლი.
დროსთან ერთად, სტეიბლკოინები თანამედროვე ფინანსების განუყოფელი ნაწილი ხდება, რადგან ეს კრიპტო ტექნოლოგიურ სისწრაფეს და ჩვეულებრივი ვალუტებისთვის დამახასიათებელ ეკონომიკურ სტაბილურობას აერთიანებს. დღეს, სტეიბლკოინებს იყენებენ, როგორც საცალო მომხმარებლები, ასევე კომპანიები და სახელმწიფოები. ამერიკა კი, რომელიც მსოფლიოს #1 სახელმწიფოა, სტეიბლკოინების რეგულირების სტრატეგიაზე მუშაობს.
დაიწყე კრიპტოში ინვესტირება პირდაპირ თიბისის მობაილბანკში – სწრაფად, დაცულად და მარტივად!