მიიღეთ 50%-ით მეტი მილი 6 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე, თიბისი კონცეპტ Miles&Smiles Visa Signature ბარათით შესრულებულ ისეთ ტრანზაქციებზე, რომლებზეც ვრცელდება მილების დარიცხვა.
შეთავაზების ფარგლებში, მაგალითად, თუ რომელიმე სამოგზაურო ტრანზაქციაზე დააგროვებდით 100 მილს, კამპანიის პერიოდში, დამატებით 50 მილს მიიღებთ, ჯამში 150-ს. თიბისი კონცეპტის Miles&Smiles Visa Signature ბარათით დაგროვილი დამატებითი მილები დაითვლება კამპანიის დასრულების შემდეგ და ჯამურად აისახება თქვენს TK ანგარიშზე კამპანიის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში.
აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც არსებული, ისე სამოგზაურო ბარათის ახალი მომხმარებლებისთვის.
ბარათის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.
შენიშვნა:
შეთავაზება მოქმედებს 2025 წლის 6 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე შესრულებულ ტრანზაქციებზე;
კამპანიის ფარგლებში შესაძლებელია დამატებით მაქსიმუმ 10,000 მილის დაგროვება;
დამატებითი სტატუს-მილები არ ირიცხება;
მილების დარიცხვაზე პასუხისმგებელია თურქეთის ავიახაზები და მოცემული შეთავაზება ვერ გაერთიანდება მათ სხვა აქტიურ შეთავაზებებთან;
Ბარათი ხელმისაწვდომია მხოლოდ ახალი კონცეპტ 360-ის მომხმარებლებისთვის.