ქუთაისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სტუდენტის ბარათით გადახდისას ნახევარ ფასად იმგზავრებენ. შეთავაზება ასევე ვრცელდება თიბისი ბარათზე, 18-23 წლის მომხმარებლებისთვის.
რა უნდა იცოდე?
აუცილებელია გადაიხადო თიბისის სტუდენტის ბარათით ან ახალი თიბისი ბარათით თუ ხარ 18-23 წლის
შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდისას და არ მოქმედებს Apple/Google Pay-ით გადახდის დროს
შეღავათიანი ტარიფი ბარათის აღებიდან ავტომატურად, 1 სამუშაო დღეში ამოქმედდება
შეღავათი ვრცელდება ქუთაისის მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე
ბანკი იტოვებს უფლებას, საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში არ მიიღოს მომხმარებელმა შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა.