16-31 მარტს, გაიაქტიურე შეთავაზება მობაილბანკში, გადაიხადე Roblox.com-ზე და დაიბრუნე 20% მომენტალურად, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარი. Roblox.com-ზე შეგიძლია შეიძინო რობაქსები, რობლოქსის სასაჩუქრე ვაუჩერი ან გამოიწერო ყოველთვიური ნაკრები (Subscription).
რა უნდა იცოდე?
შეთავაზება ვრცელდება თიბისის მოსწავლის ბარათზე
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია გაიაქტიურო შეთავაზება მობაილბანკიდან
შეთავაზება ვრცელდება 16 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით
შეთავაზების ფარგლებში ერთ მომხმარებელს შეუძლია ჯამში მაქსიმუმ 20 ლარის დაბრუნება
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ვებგვერდზე - Roblox.com
უცხოური ვალუტით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის თანხა აისახება ლარებში, გადახდის დღეს ეროვნული ბანკის კურსის ექვივალენტში
შეთავაზების ფარგლებში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას
მოსწავლის ბარათით გადახდის შემთხვევაში ქეშბექის თანხა მომენტალურად დაგიბრუნდება მოსწავლის ბარათზე, გამონაკლის შემთხვევებში ქეშბექის თანხის ასახვას შესაძლოა დასჭირდეს 2 სამუშაო დღე
ბანკი იტოვებს უფლებას, საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში არ დაარიცხოს მომხმარებელს თანხა. ასევე, დაიბრუნოს მომხმარებლისგან უკვე გადაცემული თანხა.
გაითვალისწინე:
მობაილბანკში გასააქტიურებელი შეთავაზება იქნება ჩამქვრალი. გასააქტიურებლად, მომხმარებელმა, ერთგულების გვერდზე, სასურველი შეთავაზება უნდა აირჩიოს და დააჭიროს აქტივაციის ღილაკს;
შეთავაზების გააქტიურება შესაძლებელია როგორც წინასწარ, ასევე კამპანიის მიმდინარეობის ფარგლებში;
შეთავაზება 2-3 წამის შუალედში გააქტიურდება;
შეთავაზების გააქტიურებისთვის აუცილებელია განახლებული გქონდეთ თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია
თუ მოსწავლეს არ აქვს ტელეფონი, რის გამოც დროებით ვერ რეგისტრირდება მობაილბანკში, ამ ეტაპზე ვერ ისარგებლებს შეთავაზებით
თუ მოსწავლეს არ აქვს მოსწავლის ბარათი
მოსწავლის ბარათის მისაღებად მშობელმა უნდა შეუკვეთოს ბარათი მობაილბანკიდან. შეკვეთის დასრულების შემდეგ, მოსწავლეს თავის მობაილბანკის აპლიკაციაში ავტომატურად გამოუჩნდება ციფრული მოსწავლის ბარათი, რომლის გამოყენებაც შეუძლია გადახდებისთვის.
თუ მოსწავლეს არ აქვს აპლიკაციაზე წვდომა შეთავაზების გასააქტიურებლად
მშობელმა მობაილბანკში, ბავშვის სივრციდან უნდა განაახლოს მოსწავლის მობაილბანკის პასკოდი ან მოიწვიოს ბავშვი მობაილბანკში. ამის შემდეგ მოსწავლე შეძლებს შევიდეს საკუთარ მობაილბანკში და შეთავაზება გაააქტიუროს შეთავაზებების გვერდიდან.