„თბილისური დუქანი - როგორც სოციალური თეატრი“ ქეთი ბაქრაძესთან და ალექსანდრე ჩაჩანიძესთან ერთად
თიბისი კონცეპტის, ibis Styles Old Tbilisi და CALLIGRAPHYx-ის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, 29 ნოემბერს, 20:00 საათზე ეწვიოთ სპეციალურად მოწვეული კულინარის, ქეთი ბაქრაძისა და სასტუმროს შეფის, ალექსანდრე ჩაჩანიძის განსაკუთრებულ ვახშამს - „თბილისური დუქანი - როგორც სოციალური თეატრი“.
შეფ მზარეულების წინასწარ შერჩეულ განსაკუთრებულ მენიუს დაამშვენებს მეღვინეობა CHIGOGIDZE WINES-ის კერძებთან შეხამებული ღვინო. საღამოს გამოარჩევს ძველი თბილისური ხასიათი და თბილისელების ურთიერთობის ატმოსფერო
ღონისძიება გაიმართება ისტორიულ ლოკაციაზე - კოტე აფხაზის 39-ში, სადაც ibis Styles Old Tbilisi და CALLIGRAPHYx-ის სივრცე ძველი თბილისის აურას თანამედროვე სტილში გააცოცხლებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ღონისძიებაზე ჩაცმულობის დრესკოდია - თეთრი და ყავისფერი
თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ისარგებლებთ სპეციალური ფასდაკლებით:
რეგულარული ღირებულება - 140 ლარი
თიბისი კონცეპტის სპეციალური ფასი - 110 ლარი
ბილეთების შესაძენად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს და აირჩიოთ ფასდაკლებული ბილეთი
დასწრება შესაძლებელია 16 წლიდან
ხანგრძლივობა: 2 სთ
ადგილების შეზღუდვის გამო, აუცილებელია ბილეთის წინასწარ შეძენა