მხოლოდ ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების მომხმარებლებს, 7 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, შესაძლებლობა გაქვთ, გაიაქტიუროთ Glovo Prime-ის 12-თვიანი სერვისი უფასოდ.
შეთავაზება აქტიურია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც აღნიშნული შეთავაზება გამოუჩნდება მობაილბანკში.
Glovo Prime-ის სერვისი მოიცავს ულიმიტო უფასო მიტანასა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს. Prime შეკვეთებზე ვრცელდება მიტანის მანძილის შეზღუდვები, კალათის ზომის შეზღუდვები და ფასდაკლებული, მცირე ოდენობის სერვისის საფასური - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ Glovo-ს აპლიკაციაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის, აუცილებელია ეწვიოთ თიბისის მობაილბანკს და Glovo-ს შეთავაზების გვერდზე, „თანხმობა და აქტივაცია“ ღილაკის მეშვეობით, ავტომატურად გადამისამართდებით Glovo-ს აპლიკაციაში, სადაც:
გამოგიჩნდებათ Glovo Prime პრომო ბანერი. „გაგრძელება“ ღილაკის გამოყენებით მიჰყევით პროცესს;
დაამატეთ ან აირჩიეთ თქვენი ახალი თიბისი კონცეპტ ბარათი;
ბარათის ვერიფიკაციის შემდეგ, თქვენ გაგიაქტიურდებათ 12-თვიანი Glovo Prime;
თუ უკვე სარგებლობთ Glovo Prime-ით, შეთავაზების გააქტიურების შემთხვევაში, დაგემატებათ გამოწერის 12 თვე, გამოწერის საფასურის გარეშე;
შეთავაზებით სარგებლობა, აქციის პერიოდში, შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ;
შეთავაზებით სარგებლობა არ არის შესაძლებელი, თუ თქვენ გაქვთ აქტიური Glovo Prime სხვა ქვეყანაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ;
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია, თუ არ გაქვთ აქტიური უფასო Glovo Prime გამოწერა;
ბანკი იტოვებს უფლებას შეაჩეროს ან გააუქმოს ეს შეთავაზება ნებისმიერი მონაწილისთვის, რომლის მიმართაც გონივრული ეჭვი ექნება, რომ ბოროტად იყენებს, არღვევს ან გვერდს უვლის ამ აქციის პირობებს, ან აქციასთან დაკავშირებით მონაწილეობს თაღლითურ ქმედებაში.